სოფელ საფარლოდან ქალაქ დმანისამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ საფარლოდან ქალაქ დმანისამდე მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები 14.9 კმ-იან მონაკვეთს მოიცავს.
არსებულ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაზიანებული იყო და გზის ტექნიკური მდგომარეობა რეაბილიტაციას საჭიროებდა.
პროექტის ფარგლებში, 14.9 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, წყალგამტარი მილები, კიუვეტები და გაბიონები. ასევე, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების, შემოფარგვლისა და საგზაო მონიშვნის მოწყობა.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება 12.5 მილიონ ლარამდეა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, თელავის მუნიციპალიტეტისათვის, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 000 ლარი გამოიყო
17.08.2026.10:42
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო.
შესაბამის განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
განკარგულების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარი გამოუყო.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.