სოფელ წკერეში, აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები - კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას l საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 29 მარტს, სოფელ წკერეში, თოვლის დნობის შედეგად, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გვირაბის ღია წესით გაყვანისას დროებით გამაგრებული ფერდის ჩამოშლის გამო, დაზიანდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, მათ შორის - ორი საფლავი.
უწყების ცნობით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ფერდის გამაგრება და ტერიტორიის მოწესრიგება.
„კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას.
პროცესი მიმდინარეობს შესაბამისი უწყებების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, უსაფრთხოების ყველა აუცილებელი სტანდარტის დაცვით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ზამთრის სეზონისთვის მზადების საკითხებზე კონტრაქტორ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა
05.11.2026.13:21
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა და გზების მოვლა-შენახვის კონტრაქტორი კომპანიების მზადყოფნა განიხილეს.
დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი გრიგალავა და დეპარტამენტის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს საავტომობილო გზების მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ზამთრის პერიოდში გზების მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული გამოწვევები და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მიაწოდეს ინფორმაცია მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის, ქვიშა-მარილის მარაგების შექმნის, სპეციალური ტექნიკის მომზადებისა და საყრდენი პუნქტების გამართვის შესახებ.
შეხვედრაზე განისაზღვრა შესაბამისი დავალებები და სამუშაოების გეგმა-გრაფიკი, რათა ზამთრის სეზონზე, მათ შორის, ძლიერი თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის პირობებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება.