სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და ამ დროისთვის გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის
მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე რევერსულად ხორციელდება.
სხვა სიახლეები
სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
29.08.2026.15:00
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
ქვენატკოცასა და აბანოში ახალი საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მორგებული სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების საჭიროებებზე.
პროექტების ფარგლებში მოეწყობა სასწავლო, საძინებელი და სამზარეულო ოთახები, კეთილმოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, მათ შორის, ბაღების ეზოებში ბავშვებისთვის მრავალფეროვანი სათამაშო მოედნები.
ახალი საბავშვო ბაღები, ორივე სოფელში, ჯამში 150 აღსაზრდელს მოემსახურება.