სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე პროგრამებით სარგებლობისათვის ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია აუცილებელი პირობაა
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია აუცილებელია მათთვის, ვინც უკვე რეგისტრირებულია ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტში - „ფერმერთა რეესტრი“, - აღნიშნულია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი წარმოადგენს ერთიან ელექტრონულ სისტემას, რომელიც აერთიანებს მონაცემებს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად მოქმედი საწარმოების შესახებ.
„რეგისტრაციისას ერთიან ელექტრონულ სისტემაში აისახება ბენეფიციარის შესახებ ძირითადი ინფორმაცია, მათ შორის, მონაცემები მიწის ნაკვეთებისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ.
რეგისტრაცია შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოში, როგორც თბილისში (თბილისი, დევი აბაშიძის 10ა), ასევე რეგიონებში. მუნიციპალიტეტებში მოქმედი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების მისამართები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე https://rda.gov.ge/contact/contact)“, - აცხადებენ სააგენტოში.
სხვა სიახლეები
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
17.11.2026.16:25
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.