მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.8
0.0014
flag
AZN 1.5515
-0.0003
flag
CNY 38.919
0.0101
flag
EUR 3.0147
0.0007
flag
GBP 3.539
0.0036
flag
KZT 56.35
-0.001
flag
TRY 0.0561
-0.0002
flag
USD 2.6371
-0.0005
news banner

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და შპს „ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრ „ანასეულს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image
mbc image

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მმართველობაში მყოფი შპს „ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრ „ანასეულს“ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და თანამედროვე ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და პრაქტიკული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზების მიმართულებით. ამასთან, გათვალისწინებულია ორივე მხარისთვის სხვადასხვა სფეროში ინფორმაციის გაცვლა, საერთაშორისო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა და სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი კვლევების განხორციელება.

„თანამედროვე ლაბორატორიული კვლევები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფერმერული მეურნეობების განვითარებაში, ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქციის წარმოებაში, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებთან თანამშრომლობის გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმი კიდევ უფრო გააძლიერებს ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და ხელს შეუწყობს რეგიონისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს სოფლის მეურნეობის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობას. მათი შეფასებით, თანამედროვე ლაბორატორიული კვლევები, სამეცნიერო ცოდნის გაზიარება და ფერმერებთან აქტიური თანამშრომლობა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი მეურნეობების განვითარებასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა მონაწილეებს მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის მიმართულებით ლაბორატორიის შესაძლებლობები გააცნეს.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი საქმიანობა ხელს შეუწყობს კვლევითი სფეროს გაძლიერებას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმი - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები" გახსნა

13.07.2026.15:29

ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმის - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა წყლის დანაკარგების შემცირების მნიშვნელობას და საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა წყლის რესურსების სწორად მართვისთვის შესაბამისი უწყებების მჭიდრო და კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება წყალმომარაგებაში როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო ოპერატორის მხრიდან თბილისში, მცხეთასა და რუსთავში. სახელმწიფო აქტიურად განაგრძობს ინვესტირებას რეგიონებში საოპერაციო და კაპიტალური ხარჯების მიმართულებით. ჩვენი საბოლოო მიზანია ადეკვატური სერვისებისა და ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა როგორც თითოეული მოქალაქის, ასევე ბიზნესისთვის", - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

ფორუმში, რომელსაც „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს" და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი მოდერატორობდა, ასევე მონაწილეობდნენ თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული და Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა