მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის ოჯახები გადასცა

news image
mbc image

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის 5 ოჯახი გადასცა. ფუტკრის ოჯახები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე განთავსდა.

ინიციატივა ხელს შეუწყობს ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის პოპულარიზაციას და ვიზიტორებისთვის, მოსწავლეებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ფუტკრის ოჯახის, მისი ცხოვრების წესისა და ეკოსისტემაში დამტვერვის მნიშვნელობის შესახებ პრაქტიკული და თვალსაჩინო ინფორმაციის მიწოდებას. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ფუტკრის სკების განთავსება ასევე ხელს შეუწყობს მცენარეთა კოლექციების დამტვერვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.

„მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 2017 წლიდან მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე მიმდინარეობს ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის აღდგენის, შენარჩუნებისა და გავრცელების სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმიანობას სამეცნიერო დატვირთვასთან ერთად საგანმანათლებლო და შემეცნებითი კომპონენტიც ჰქონდეს და საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, შესაძლებლობა მიეცეთ, ბუნებრივ გარემოში გაეცნონ ფუტკრის ცხოვრებასა და მის როლს მცენარეთა სამყაროში. ეროვნული ბოტანიკური ბაღი ამისთვის ძალიან კარგი სივრცეა“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
ერთობლივი კვლევების ფარგლებში ყურადღება დაეთმობა ფუტკრის ქცევით თავისებურებებს, ადგილობრივი თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის პერიოდებს, ასევე ბოტანიკურ ბაღში არსებული მრავალფეროვანი მცენარეების დამტვერვის პროცესში ფუტკრის ეფექტიანობას და სხვ.

სამუშაო ფორმატის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირინე დანელიამ დაათვალიერეს ხეხილოვანი კულტურების საკოლექციო ბაღი, სადაც ცენტრის მიერ გადაცემული ადგილობრივი ჯიშების ნერგებია განთავსებული.
ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის ოჯახების გადაცემა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. მემორანდუმი საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების შესწავლა-შენარჩუნების, ადგილობრივი ჯიშების კოლექციების შექმნის, ერთობლივი პრაქტიკული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა