მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აჭარის 317 სოფელში განხორციელდება, რისთვისაც 4 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი

news image
mbc image

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებს 4 194 000 ლარი გადაეცემათ. აღნიშნული პროგრამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.    პროგრამის ფარგლებში, 317 სოფელში განხორციელდება  საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის, სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, გარე განათების, სკვერების და წისქვილების მოწყობის პროექტები.

,,აქტიურად ვიწყებთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას. ამ მიმართულებით 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტები. თითოეულ სოფელში, 317 სოფელს მოიცავს აღნიშნული პროგრამა. განხორციელდება როგორც სასმელი წყლის, ასევე სარწყავი სისტემების, საირიგაციო, სამელიორაციო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოფლის შიდა გზების მოწესრიგება, გარე განათების მოწესრიგება, ახალი სკვერები დაემატება სოფლებს. ასევე დაგეგმილია ახალი წისქვილების მშენებლობა. ამ მიმართულებით 5 მუნიციპალიტეტში, აჭარაში, დაიხარჯება 4 მლნ ლარზე მეტი" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. 

თორნიკე რიჟვაძის თქმით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახლო მომავალში  დაიგეგმება საგაზაფხულო სამუშაოები, გატარდება ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები,  გამხორციელდება მიწის უფადოდ დამუშავების პროგრამა.

,,უკვე ვგეგმავთ ნაადრევი საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელებას. წელსაც იმოქმედებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ხვნა-თესვის პროგრამა. აქტიურად ვიმუშავებთ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ჩვენ მაცხოვრებელს, რომელსაც გააჩნია საკუთარი მეურნეობა მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს სახელმწიფოსგან და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ის ზიანი, რომელიც ამ დარში, მათ შორის ფაროსანას და სხვა რისკებიდან გამომდინარე არსებობს. ამ მიმართულებითაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმუშავეს სხვა უწყებებთან ერთად კოორდინაციაში" - განაცხადა აჭარის მეთაურმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა