მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ახალი სათაო ოფისი ექნება

news image
mbc image

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალი სათაო ოფისის პროექტის საჯარო პრეზენტაცია გამართა. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სამსახურს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 4 440 მ2 მიწის ნაკვეთი გადმოეცა, სადაც ახალი სათაო ოფისი აშენდება, რა მიზნითაც სამსახურმა არქიტექტურული პროექტის შემუშავების მიზნით, ღია კონკურსის საფუძველზე კომპანია შეარჩია. ამჟამად, პროექტი დასრულების ეტაპზეა და სამსახური თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, სამშენებლო ნებართვის მიღების მიზნით რამდენიმე დღეში მიმართავს.

პროექტის დასრულების შემდეგ ახალი სათაო ოფისის ასაშენებლად ღია ტენდერი გამოცხადდება.

შეხვედრაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, სამშენებლო კომპანიების და მედიის წარმომადგენლებს ახალი სათაო ოფისის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ  ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ინსტიტუციური გაძლიერების ფარგლებში სამსახურის წინაშე წარმოშობილი გამოწვევების საპასუხოდ.

მისი თქმით, რომ 2022 წლის 1 მარტიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მნიშვნელოვნად გაზრდილი ფუნქციებით ამოქმედდა. სამსახურის ქვემდებარეობას 40 ახალი დანაშაულის/მუხლის გამოძიება დაემატა, რამაც ფაქტიურად გააოთხმაგა საგამოძიებო სამსახურის დატვირთვა. შესაბამისად, სამსახურის წინაშე წარმოშობილი მნიშვნელოვანი გამოწვევების საპასუხოდ, აუცილებელი გახდა  ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაძლიერება, სტრუქტურული გაფართოება, გამომძიებლების დამატება და საშტატო რიცხოვნობის ზრდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ასევე, ხაზი გაუსვა ევროკომისიის 12 პუნქტიან რეკომენდაციასაც, სადაც სამსახურის გაძლიერების აუცილებლობაზეა საუბარი, რომელიც სამსახურის ინსტიტუციურ, ფინანსურ, საკანონმდებლო და მათ შორის ინფრასტრუქტურულ გაძლიერებასაც მოიცავს.

შეხვედრაზე უწყების არსებული მდგომარეობაც შეფასდა. კერძოდ, სამსახურის ცენტრალური ოფისი თბილისში, მ. ასათიანის ქუჩაზე მდებარე შენობაშია განთავსებული, რომელიც ჯერ კიდევ ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პერიოდში, იჯარით იქნა აღებული. ფართის სიმცირისა და შენობის კონფიგურაციის გათვალისწინებით, შენობაში ვერ ხერხდება ისეთი მნიშვნელოვანი და სპეციფიური სივრცეების მოწყობა, როგორიცაა არასრულწლოვანთა გამოკითხვის ოთახები, დროებითი დაკავების ოთახი, საკმარისი რაოდენობის გამოკითხვისა და ამოცნობის ოთახები, ნივთმტკიცებათა საცავი, საკონფერენციო და საბრიფინგე ოთახი და ა.შ. ასევე, შენობას არ აქვს ოპერატიული დანიშნულების ავტომობილების პარკირებისთვის შესაბამისი სივრცე და ვერ ხერხდება თანამშრომელთათვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა. ხაზგასასმელია, რომ შენობის სრულად ადაპტირება შშმ პირებზე ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია.

ამასთან, სამსახურის საშტატო რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, დამატებითი საოფისე ფართი იჯარით იქნა აღებული. აღნიშნული ორი ოფისის საიჯარო ქირა წელიწადში დაახლოებით 700 000 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან ქ. თბილისში, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დაზიანებული (ჩამონგრეული) შენობა გადმოეცა, რომლის რეაბილიტაციასაც ინსპექტორის სამსახური ცენტრალური ოფისის მოწყობის მიზნით ახორციელებდა. თუმცა, 2021 წლის 29 ნოემბერს, სამუშაოების მიმდინარეობისას შენობის შიდა პერიმეტრზე  სართულშუა გადახურვებისა და საყრდენი კედლების ნაწილი ჩამოინგრა და მომეტებული საფრთხის გამო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებით მშენებლობის პროცესი შეწყდა და ექსპერტიზა ჩამონგრევის მიზეზისა და შენობის გამაგრებისთვის საჭირო დამატებითი სამუშაოების დადგენის მიზნით დაინიშნა. ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, შენობის მდგრადობის თავდაპირველ მდგომარეობამდე მიყვანა არარაციონალურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილებით დაზიანებული შენობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდა, ხოლო შენობის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

150 თანამშრომელზე გათვლილი ახალი სათაო ოფისის პროექტი სამსახურის ფუნქციებსა და საქმიანობის სპეციფიკაზე სრულად იქნება მორგებული. აღიჭურვება უსაფრთხოებისთვის აუცილებელი თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული ტექნიკითა და ინვენტარით, სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით. შენობის საერთო და სამუშაო დანიშნულების სივრცეები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე.  სამშენებლო ფართი დაახლოებით 5 877 კვ.მეტრზე განთავსდება და 5 სართულს მოიცავს, სადაც საკონფერენციო დარბაზი, საბრიფინგე სივრცე, გამოკითხვის, დროებითი დაკავების, ამოცნობისა და საქმის მასალების გაცნობის ოთახები მოეწყობა.

შენობა მიწისქვეშა 2 სართულსაც მოიცავს, სადაც თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ნივთიერ მტკიცებულებათა საცავი, სასერვერო, საარქივო, სათავსო და ოპერატიული დანიშნულების ავტომობილების პარკირების სივრცე განთავსდება.

მშენებლობისთვის დაახლოებით 15 000 000 ლარია გათვალისწინებული  და მისი დასრულება 20 თვეშია დაგეგმილი.

შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა ლევან მამულაშვილმა წარუდგინა.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, სამშენებლო კომპანიების, მედიის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციას, საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა