სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. მის ნაცვლად №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად დაინიშნა ნოდარ ქინქლაძე, რომელიც ამ დრომდე №1 ლაითურის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები განხორციელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით.
სხვა სიახლეები
შპს ,,ფერიმ“ შპს „ეი ენერჯის“ 25%-იანი წილი შეიძინა | GCCA-მ კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია
02.11.2026.16:57
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ფერის“ (ს/ნ 211352187) მიერ შპს „ეი ენერჯის“ (ს/ნ 405668923) 25%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო.
,,შპს ,,ფერის“ (ს/ნ 211352187) მიერ შპს „ეი ენერჯის“ (ს/ნ 405668923) 25%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნეს კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად. გადაწყვეტილება გაეგზავნოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში შეტყობინების წარმომდგენ პირს. გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში გამოქვეყნდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სახელმწიფო, კომერციულ, პროფესიულ, პერსონალურ ან/და საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით", - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვეოდა, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განიხილავდა შპს „ფერის“ (ს/ნ 211352187) მიერ შპს „ეი ენერჯის“ (ს/ნ 405668923) 25%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. შპს „ფერი“ დაკავებულია ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადრგურების მშენებლობით. შპს „ეი ენერჯის“ კონტროლს დაქვემდებარებულ კომპანიას კი დაგეგმილი აქვს მარნეულის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა.