მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7158.7
0.0047
flag
AZN 1.5369
-0.0002
flag
CNY 38.864
-0.0002
flag
EUR 3.0585
0.001
flag
GBP 3.5684
0.0024
flag
KZT 56.79
-0.0052
flag
TRY 0.0544
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.0005
news banner

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

news image
mbc image

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რითაც უწყება  ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ ცრუ და ცილისმწამებლურ განცხადებას ეხმიანება, რომელიც მიზნად ისახავს პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.

„ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილი იმყოფება №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები, როგორც წესი, განთავსებული არიან სპეციალურ ერთადგილიან ან ორადგილიან საკნებში, სადაც მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. შესაბამისად, ალეკო ელისაშვილის განცხადება დაწესებულებაში რაიმე სახის გარჩევებთან დაკავშირებით არის აშკარა სიცრუე.

ბრალდებული ალეკო ელისაშვილი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 1-ელ დეკემბერს. 2025 წლის 4 დეკემბერს იგი მოინახულეს სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილემ. ბრალდებულმა ალეკო ელისაშვილმა მათი თანდასწრებით განაცხადა, რომ არ ჰქონდა სურვილი, საკანში ჰქონოდა ტელევიზორი და ამჯობინებდა, დაკავებულიყო წიგნების კითხვით.

2025 წლის 23 დეკემბერს ალეკო ელისაშვილმა დაწესებულების ადმინისტრაციას მიმართა ტელევიზორის შეძენის მოთხოვნით. მოთხოვნა კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრულ ვადაში მიეწოდა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიას. ბრალდებულ ალეკო ელისაშვილს ტელევიზორი მიეწოდა მოთხოვნის დღესვე.

პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული, მათ შორის, ალეკო ელისაშვილი, უზრუნველყოფილია შესაძლებლობით, დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. მისი განცხადება, თითქოს მას არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვისთვის, კერძოდ, ფრჩხილების მოსაწესრიგებლად, საჭირო ნივთები, ასევე, წარმოადგენს სიცრუეს (ბრალდებულს საკანში აქვს ე.წ. მკვნეტარა, ერთჯერადი საპარსი, სარკე, პლასტმასის ტაშტი და სათლი).

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ალეკო ელისაშვილი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეუფერხებლად სარგებლობს მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საბაზისო - თემატური გეგმების შემუშავებას იწყებს

21.08.2026.16:35

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საბაზისო-თემატური გეგმების შემუშავებას იწყებს იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებსაც სივრცითი ან ქალაქთმშენებლობითი გეგმები არ აქვთ.

საბაზისო-თემატური გეგმა დროებითი, გარდამავალი დაგეგმვის დოკუმენტი იქნება, რომელიც, სივრცითი ან ქალაქმშენებლობითი გეგმების დამტკიცებამდე, მუნიციპალიტეტების ტერიტორიის დაბალანსებული და მდგრადი განვითარების სახელმძღვანელო საფუძველი იქნება და ქაოსური განაშენიანების პრევენციას და მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებას მოემსახურება. დოკუმენტი შექმნის საბაზისო წინაპირობებს მუნიციპალიტეტის სრულფასოვანი სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემდგომი შემუშავებისთვის.

სამტრედია ერთ-ერთი პირველი იქნება ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის, რომლის მდგრადი განვითარებისთვის, საბაზისო თემატური გეგმა მომზადდება. დოკუმენტს საპროექტო კომპანია „სითი ინსტიტუტი“ შეიმუშავებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა