სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე უსაფრთხოებისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებმა №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სავარაუდო დანაშაულში მხილებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრი, რომელიც დაწესებულებაში პაემანზე შედიოდა.
„ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამართლებრივი რეაგირების მიზნით, შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადასცა საგამოძიებო უწყებას.
სამსახური მოუწოდებს პენიტენციურ დაწესებულებებში შემსვლელ პირებს, თავი შეიკავონ აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების დაწესებულებაში შეტანის მცდელობისგან. პენიტენციური დაწესებულებები აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების სისტემებითა და კონტროლის მექანიზმებით და მსგავსი უკანონო ფაქტების გამოვლენას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
25.09.2026.13:49
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე (დევდორაკი-ამალის ხეობა) საფრთხის დონე დაბალია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
დარიალის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად ჩაირთო დევდორაკის გამაფრთხილებელი სენსორი, ხეობაში 6 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდა ევაკუაცია და ამ დრომდე, უსაფრთხოების მიზნით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.