მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში კერძო სექტორი ძალიან აქტიურად ჩაერთო - ნინო ენუქიძე

news image
mbc image

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით,  ქვეყანაში მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სპორტის ხელშეწყობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის შეფასებით, პროგრამამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და მასში აქტიურად ჩაერთო კერძო სექტორი.

„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამაში, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ჩართულია სპორტის სამინისტრო, ასევე  განათლების სამინისტრო  იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამა  შეიძლება შეეხოს სკოლებსაც და მათი სტადიონების რეაბილიტაციას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლისთვის როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე" - აღნიშნა ნინო ენუქიძემ. 

მისივე განცხადებით, პროგრამის ფარგლებში ბევრი განაცხადი შევიდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში და მათ შორის, ერთ-ერთი პირველი არის ბავშვთა ქალაქ „მზიურის" მიმდებარედ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს მიერ გადაცემულ მიწაზე დაიგეგმა ორი სტადიონის,  ასევე პადელის მოედნების მშენებლობა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით.

„სასიხარულოა, რომ ძალიან აქტიურად ხდება კერძო სექტორის მიერ ინფორმაციის გამოთხოვა, ბევრი ინტერესი ფიქსირდება კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო  ქონების ეროვნულ სააგენტოში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან სწრაფად, დედაქალაქი და ქვეყნის თითოეული ქალაქი, სოფელი თუ დაბა მიიღებს შესაბამის, ახალ სპორტულ ინფრასტრუქტურას, რაც, პირველ რიგში, თოთოეული მოქალაქისთვის, მათი  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ბავშვთა ქალაქ „მზიურის" მიმდებარედ სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სახელმწიფოსგან 11 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით შპს  „სპორტის აკადემია 2025" -ს გადაეცა, რომელიც უეფას სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად მინიმუმ ორი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. გადაცემულ ქონებაზე დაგეგმილია ღია და დახურული სტადიონის, პადელის მოედნების, ავტოსადგომისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა