სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯი-აი-სი“-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს მისო „ჯი-აი-სი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205288829) გაუუქმდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.
სს მისო „ჯი-აი-სი“-ს ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
იურიდიული პირების შემთხვევაში:
ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ფალიაშვილის ქ. N96, ბ.1 (ლიკვიდატორი - როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.
სხვა სიახლეები
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
22.07.2026.21:30
გაერთიანებული სამეფო - ესექსის უნივერსიტეტმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტსა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ნათია ლოლაძეს, საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 2026 წლის გამოსაშვებ ცერემონიებზე ეს მაღალი აკადემიური ჯილდო შვიდ გამორჩეულ პირს გადაეცა. საპატიო დოქტორის წოდება ენიჭებათ ადამიანებს, რომლებმაც გამორჩეული წვლილი შეიტანეს როგორც საკუთარ პროფესიულ სფეროში, ისე გლობალური საზოგადოების განვითარებაში.
ნათია ლოლაძისთვის ეს ჯილდო მისი ჰუმანიტარული საქმიანობის, ადამიანური ღისრსების, სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი ერთგულების აღიარებაა.
დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია ლოლაძემ ხაზი გაუსვა, რომ ესექსის უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისი პროფესიული იდენტობის ფორმირებასა და პიროვნული განვითარების პროცესში.
„ეს ჯილდო არა მხოლოდ ჩემი, არამედ იმ ათასობით მოხალისისა და პროფესიონალის დამსახურებაა, ვინც ყოველდღიურად იბრძვის ადამიანური ღირსების დასაცავად“, – განაცხადა ნათია ლოლაძემ.
სიტყვით გამოსვლისას მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ახალგაზრდა ლიდერების, განსაკუთრებით კი ქალების გაძლიერების მნიშვნელობაზე. ნათიამ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტმა მას მისცა ცოდნა, თავდაჯერება და მოტივაცია, ემოქმედა ყველაზე რთულ ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში.
ნათია ლოლაძე საერთაშორისო ასპარეზზე ჰუმანიტარული პრინციპების, ინკლუზიური გადაწყვეტილებებისა და ქალთა გაძლიერების აქტიური მხარდამჭერია. IFRC-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში ის მონაწილეობას იღებს მსოფლიო მნიშვნელობის კრიზისების მართვაში, რაც მის, როგორც ლიდერის, საერთაშორისო გავლენას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.