მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184.2
-0.0114
flag
AZN 1.5561
-0.0005
flag
CNY 38.934
0.0019
flag
EUR 3.0156
-0.0021
flag
GBP 3.4952
-0.0028
flag
KZT 54.52
-0.0003
flag
TRY 0.0567
-0.0001
flag
USD 2.6453
-0.0009
news banner

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებისთვის კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

news image
mbc image

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლობით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „საქმიანი კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიები და პრაქტიკული უნარები“.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მომხმარებლებთან კომუნიკაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებული უნარების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც შიდა ორგანიზაციული კომუნიკაციის გაუმჯობესებას, ასევე, ორგანიზაციის გარეთ საქმიან ურთიერთობებში უფრო სწრაფი და ეფექტიანი შედეგების მიღწევას.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს:

• კომუნიკაციის ფსიქოლოგიური საფუძვლები;
• კომუნიკაციის ტიპები, დონეები და ბარიერები;
• ვერბალური კომუნიკაციის ტექნიკები – აქტიური მოსმენა, პოზიტიური და საქმიანი ფორმულირება;
• არავერბალური კომუნიკაციის ეფექტიანი გამოყენება;
• მომსახურების სტანდარტები და პრინციპები;
• რთული (სტრესული და კონფლიქტური) კომუნიკაციის მართვა და ემოციების რეგულაცია;
• ნეგატიური ინფორმაციის მიწოდების ტექნიკები მომხმარებლის გაღიზიანების გარეშე.

ტრენინგი აერთიანებდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო პროცესში გადაეტანათ.

მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს საჯარო სექტორში პროფესიული სტანდარტების გაძლიერებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების განვითარებას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სტუ-ში პედაგოგებისათვის ტრენინგი - „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში” - ჩატარდა

29.06.2026.15:57

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე დასრულდა ტრენინგი - „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში”.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ტრენინგში, რომელიც უნივერსიტეტსა და ბოლნისის N1 საჯარო სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, მონაწილეობა მიიღო ოცმა პედაგოგმა.

სტუ-ის ინფორმატიკისა დამართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, მსგავსი ტიპის ტრენინგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ციფრული უნარების განვითარების თვალსაზრისით. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს სწავლება-სწავლის პროცესს, ზრდის გაკვეთილების ეფექტიანობას და პედაგოგებს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ინოვაციური და მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდები დანერგონ.

„ტრენინგის მონაწილეებმა პრაქტიკულად იმუშავეს სხვადასხვა AI პლატფორმასთან, გაეცნენ მათი გამოყენების შესაძლებლობებს სასწავლო მასალების მომზადებაში, შეფასების სისტემების გაუმჯობესებასა და ინტერაქტიული სწავლების მეთოდების დანერგვაში. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საგაკვეთილო პროცესის გამარტივებასა და ინდივიდუალურ სწავლებაზე მორგებული მიდგომების შემუშავებას უკავშირდება.
მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ შეიძლება AI ინსტრუმენტების ინტეგრირება სხვადასხვა საგნობრივ მიმართულებაში, როგორ ეხმარება იგი პედაგოგებს დროის ოპტიმიზაციაში და როგორ ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას ინტერაქტიული და მრავალფეროვანი სასწავლო მასალების შექმნის გზით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ასევე აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვისა და ტექნოლოგიების ეთიკური გამოყენების საკითხებზე, რაც თანამედროვე განათლების სისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევა“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.

სტუ-ის ინფორმაციით, ტრენინგი - „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში”, ორი დღე მიმდინარეობდა. საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის სესიებს სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორები - ლილი პეტრიაშვილი და მზია კიკნაძე უძღვებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა