მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7159.9
-0.0141
flag
AZN 1.5447
-0.0006
flag
CNY 38.896
0.002
flag
EUR 3.0206
0.0047
flag
GBP 3.5308
0.0106
flag
KZT 55.41
0.0009
flag
TRY 0.0553
-0.0001
flag
USD 2.6259
-0.0007
news banner

გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს ლევან ქარუმიძე უხელმძღვანელებს

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა.

მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც მართვის, ისე საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. მათ შორის, 2020-2024 წლებში, ლევან ქარუმიძე ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მოგვიანებით კი პირველი მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. იგი ასევე იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.

ლევან ქარუმიძეს გააჩნია საჯარო სექტორში მმართველობით პოზიციებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იგი იკავებდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობას, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით. გარდა ამისა, ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ-ებში.

ლევან ქარუმიძის პროფესიული გამოცდილება ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტიან საქმიანობას, ქართული გასტრონომიის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას, გასტრონომიული მემკვიდრეობის განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება საქართველოს, როგორც გამორჩეული გასტრონომიული კულტურის მქონე ქვეყნის, პოზიციონირებაზე.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 ივლისის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა. სააგენტოს მიზანია ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება, პოპულარიზაცია და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა, ასევე გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის (სტრატეგიის) ფორმირება და განხორციელება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა

03.08.2026.11:27

სამი წელი შოვის ტრაგედიიდან - ზუსტად 3 წლის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტიქიური უბედურება თავს დაატყდა. 2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მასშტაბური და მოულოდნელი სტიქიის შედეგად შოვი გარე სამყაროს მოწყდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენის საშუალებით კურორტზე ჩარჩენილი 152 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია განხორციელდა. სამწუხაროდ სტიქიამ 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

თითქმის მთელი თვის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, პროცესში ჩართული იყო ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისას დაიღუპა კიდევ ორი ადამიანი.

ასეთი მასშტაბური კატასტროფის მიზეზი რამდენიმე მოვლენის თანხვედრამ გამოიწვია. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას. მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა - ამ ყველაფერმა ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვია. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა