მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სტაჟირების პროგრამის მთავარი მიზანია, ახალგაზრდებს მივცეთ შანსი, რაც შეიძლება კარგად წარმართონ თავისი საქმიანობა - ლევან ჟორჟოლიანი

news image
mbc image

სტაჟირების პროგრამის მთავარი მიზანია, ახალგაზრდებს მივცეთ შანსი, რაც შეიძლება კარგად წარმართონ თავისი საქმიანობა და საჯარო სამსახური არის ადგილი, სადაც შეგიძლია, მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც შემდეგ ცხოვრებაში გამოგადგება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „იმედის" ეთერში განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ახალგაზრდებს შეუძლიათ, თეორიული ცოდნა, რომელიც მიიღეს უნივერსიტეტში, პრაქტიკაში გამოიყენონ.

„ძალიან ბევრ წარმატებულ ადამიანს დაუწყია საჯარო სექტორში თავისი პროფესიული, პრაქტიკული საქმიანობა და შემდეგ გადასულა კერძო სექტორში და იქ კიდევ უფრო დიდი წარმატებისთვის მუღწევია, ან პირიქით, დარჩენილა და თავისი კარიერა განუვითარებია საჯარო სამსახურში. ეს არის პირველადი მიზანი. ალბათ ყველას გვახსოვს, როგორ დავიწყეთ პროფესიული კარიერა, ვინ მოგვცა პირველი შანსი. ჩვენ გვინდა, მოვიზიდოთ ახალგაზრდა კადრები. სულ არის კადრების შიმშილი საჯარო სამსახურში და ახალგაზრდაზე მეტად მოტივირებული ადამიანი არ არსებობს. ის უმტკიცებს როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფებს, რომ შეუძლია გაკეთება და შესაბამისად, იდეალური ვარიანტია. ჩვენ შეგვიძლია, მათ მივცეთ სერიოზული გამოცდილება და თეორიული ცოდნა, რომელიც მათ მიიღეს უნივერსიტეტში, შეუძლიათ გადათარგმნონ პრაქტიკულ ცხოვრებაში, ანუ საჯარო სამსახურში და ჩვენ სამომავლოდ მივიღოთ კვალიფიციური კადრი", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა