მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7195.6
0.0057
flag
AZN 1.5566
-0.0006
flag
CNY 38.915
-0.0011
flag
EUR 3.0177
0.0144
flag
GBP 3.498
0.0127
flag
KZT 54.55
-0.0001
flag
TRY 0.0568
-0.0001
flag
USD 2.6462
-0.0006
news banner

სწორედ პროფესიონალი მეზღვაურები ქმნიან საფუძველს იმ საზღვაო ეკონომიკისთვის, რომელიც მოიცავს გემების მართვას, საზღვაო მომსახურებებს, ლოგისტიკას, პორტებსა და ზოგადად მთელ სატრანსპორტო ეკოსისტემას - ივანე აბაშიძე

news image
mbc image

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ პროფესიის დღეს, რომელიც მხოლოდ სამსახური არ არის", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარემ ივანე აბაშიძემ მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივანე აბაშიძის განცხადებით, მეზღვაურის პროფესია არის ცხოვრების წესი და დიდი პასუხისმგებლობა. მისივე თქმით, ზღვა ყოველთვის განსაკუთრებულ ადამიანებს იზიდავდა - მათ, ვისაც შესწევთ ძალა, გაუძლონ მკაცრ გამოწვევებს, მიიღონ რთული გადაწყვეტილებები და შეინარჩუნონ სიმშვიდე კრიტიკულ მომენტებში.

„სწორედ ამიტომ, მსოფლიო ვაჭრობის, ენერგეტიკის და მიწოდების ჯაჭვების უკან ხშირად დგას მეზღვაური, რომლის შრომაც ყოველთვის არ ჩანს, მაგრამ რომლის მნიშვნელობაც ყოველდღიურად იგრძნობა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საზღვაო ქვეყანა მხოლოდ გეოგრაფიული მოცემულობა არაა. ეს არის ცოდნა, პროფესიონალიზმი და ადამიანური კაპიტალი. თუ 2012 წელს საქართველოს დაახლოებით 8600 მეზღვაურამდე ჰყავდა, დღეს მათი რაოდენობა 21000-ს აჭარბებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროფესიული ტრანსფორმაცია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში", - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, მეზღვაურის პროფესია დღეს მხოლოდ დასაქმება აღარ არის - ეს არის მაღალტექნოლოგიური ცოდნის ექსპორტი, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ქმნის ქვეყნისთვის.

„მისი ნამდვილი ღირებულება კიდევ უფრო დიდია. სწორედ პროფესიონალი მეზღვაურები ქმნიან საფუძველს იმ საზღვაო ეკონომიკისთვის, რომელიც მოიცავს გემების მართვას, საზღვაო მომსახურებებს, ლოგისტიკას, პორტებსა და ზოგადად მთელ სატრანსპორტო ეკოსისტემას. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ძლიერი საზღვაო ინდუსტრია ყოველთვის იწყება ძლიერი მეზღვაურით. სწორედ ამიტომ, პროფესიონალი მეზღვაური ჩვენი ქვეყნის საზღვაო პოტენციალის სრულად რეალიზების მთავარი წინაპირობაა", - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.

სიტყვით გამოსვლის ივანე აბაშიძემ ასევე აღნიშნა იმ თაობების დამსახურება, რომელთაც ქართველი მეზღვაურის მაღალი პროფესიული რეპუტაცია მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებში შექმნეს. მან ასევე მოქმედ მეზღვაურებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა, მადლობა გადაუხადა ერთგულებისთვის და მშვიდი ზღვა, უსაფრთხო ნაოსნობა და შინ მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სგპ ,,ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა 1 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 8 ფაქტი აღკვეთეს

26.06.2026.20:35

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, 1 კილოგრამამდე მალულად განთავსებული არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის 8 ფაქტი აღკვეთეს.

არადეკლარირებული ოქროს საერთო საბაჟო ღირებულებამ 186 560 ლარი შეადგინა.

6 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო 2 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯამში - 17 502 ლარით დაჯარიმდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა