მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185.7
-0.0005
flag
AZN 1.5489
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0079
flag
EUR 3.01
-0.0091
flag
GBP 3.5362
-0.0206
flag
KZT 55.76
-0.0011
flag
TRY 0.0558
-0.0002
flag
USD 2.6327
-0.0006
news banner

სტუ-ის დოქტორანტი - უნივერსიტეტი სტუდენტებს ცოდნას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას აძლევს

news image
mbc image

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა საფუძვლიანი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობა. სტუდენტობის წლებში მონაწილეობა მივიღე არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში, გამოვაქვეყნე სამეცნიერო ნაშრომები და ჩავერთე სხვადასხვა კვლევით პროექტში. უნივერსიტეტმა ხელი შემიწყო პროფესიული და პიროვნული განვითარების გზაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ და სამეცნიერო განვითარებაში. დღეს, როგორც დოქტორანტურის მეორე კურსის სტუდენტი და ჰიდრავლიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ვაგრძელებ საქმიანობას იმ უნივერსიტეტში, რომელმაც მომცა ცოდნა, გამოცდილება და განვითარების შესაძლებლობა”, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტი მარი თებიძე აცხადებს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, მერი თებიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურის მეორე კურსის სტუდენტი და სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდრავლიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელია. როგორც ის აცხადებს, უნივერსიტეტმა მისცა შესაძლებლობა, გაეგრძელებინა სამეცნიერო საქმიანობა და პარალელურად პროფესიული მიმართულებით დასაქმებულიყო.

„კარიერული გზა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტობის პერიოდიდან დაიწყო. თავდაპირველად ვმუშაობდი ლაბორანტად, შემდეგ ინჟინერ-ოპერატორის პოზიციაზე, ხოლო დღეს ჰიდრავლიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ვარ. უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება, მონაწილეობა მიმეღო საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებსა და კვლევით პროექტებში, რაც ჩემი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა. ვსარგებლობ შემთხვევით და ახალგაზრდებს ვურჩევ, აირჩიონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თუ სურთ მიიღონ ხარისხიანი განათლება, ჩაერთონ სამეცნიერო საქმიანობაში და პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობები ჰქონდეთ. უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალებას”, - აცხადებს მარი თებიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, მარი თებიძე სტუდენტობისას აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში, მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში, სადაც რამდენჯერმე პირველი ადგილი მოიპოვა. არის სხვადასხვა სტიპენდიისა და ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარის საპატიო სიგელის მფლობელი. ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის გეომეცნიერებათა კავშირის გენერალურ ასამბლეაში (EGU24, ვენა), ხოლო მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ და საერთაშორისო გამოცემებში. კვლევითი საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული აქვს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სოფ.ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით აიკრძალა

19.07.2026.21:38

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 141-ე კმ-ზე (სოფ.ცანა) და 144-ე კმ-ზე (სოფ.ყორულდაში) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთანავე, დღეს, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (საყდრის ხიდი) მონაკვეთზე ადიდდა მდინარე, გადმოვიდა საავტომობილო გზაზე და უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა აიკრძალა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა