მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.3
-0.006
flag
AZN 1.5541
-0.0005
flag
CNY 38.934
0.0027
flag
EUR 3.0237
0.0093
flag
GBP 3.528
0.0059
flag
KZT 55.82
0.0011
flag
TRY 0.0564
-0.0002
flag
USD 2.6415
-0.0009
news banner

სტუ-ის მეცნიერთა დელეგაცია ჰამბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ვორკშოპში მიიღო მონაწილეობა და სამუშაო შეხვედრები გამართა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, Erasmus+ CBHE პროექტის „DIGITECH“ ფარგლებში, გერმანიაში, ჰამბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (HAW Hamburg), საერთაშორისო ვორკშოპი და სამუშაო შეხვედრები გამართა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სტუ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის კანცლერი, პროექტის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი. დელეგაციის სემადგენლობაში შემადგენლობაში შედიოდნენ: პროექტის ხელმძღვანელი, ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარიამ რაზმაძე; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბორის გითოლენდია, ასევე, ფაკულტეტის პროფესორები ირინე უგრეხელიძე და თამარ ლოლაძე.

დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში პროფესორი კარლო კოპალიანი შეხვდა ჰამბურგის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, პროფესორ აქსელ ვეიგენიტს და მის გუნდს. შეხვედრის შედეგად მხარეებმა განიხილეს ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ერთობლივი პროგრამების და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავების პერსპექტივები, სტუდენტების და პროფესორ- მასწავლებლების მოკლე ვადიანი ტრენინგ – პროგრამების განხორციელების გზები, ერთობლოვი კონფერენციები და თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობები.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ პროექტის კონსორციუმის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები გერმანიიდან, სლოვენიიდან, სომხეთიდან და ყირგიზეთიდან.
სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა პარტნიორ უნივერსიტეტებში საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციის ხელშეწყობა, თანამედროვე ციფრული სასწავლო მიდგომების გაზიარება და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის შესაძლებლობების განხილვა.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტის ავიაციისა და საავტომობილო სისტემების ფაკულტეტის სასწავლო და კვლევით ლაბორატორიებს, ბიზნეს-ინოვაციების ლაბორატორიის (Business Innovation Lab – BIL) საქმიანობას, მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამების ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებულ პრაქტიკას, ასევე პროექტზე დაფუძნებული სწავლების (Project-Based Learning – PBL) მოდელებსა და საინჟინრო განათლებაში გამოყენებულ თანამედროვე სიმულაციურ მეთოდებს.
ვორკშოპების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების პროფილების განახლებას, სასწავლო მოდულების დიგიტალიზაციასა და სასწავლო პროცესში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციის შესაძლებლობებს.
პროექტის ფარგლებში, ევროპული გამოცდილებისა და პარტნიორი უნივერსიტეტების პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, დაგეგმილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „მექანიკის ინჟინერია“ მოდიფიცირება, ასევე გერმანულ ტექნოლოგიურ გიგანტებთან თანამშრომლობისა და კავშირების გაძლიერება. პროგრამის განვითარების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასწავლო მოდულების ციფრული შესაძლებლობების გაფართოებას, თანამედროვე საინჟინრო ინსტრუმენტების ინტეგრაციასა და სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას.


სამუშაო კვირის ფარგლებში გაიმართა Erasmus+ CBHE პროექტ „DIGITECH“-ის მმართველი საბჭოს მეექვსე სხდომაც, რომლის მონაწილეებმა შეაჯამეს პროექტის მიმდინარე შედეგები, განიხილეს შესრულებული სამუშაოები, დაგეგმილი აქტივობები და სამომავლო გეგმები.

ინფორმაციისთვის: პროექტი - „DIGITECH“ („ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების დიგიტალიზაციაში“), მიზნად ისახავს რეგიონში „ინდუსტრია 4.0“-ისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე საინჟინრო განათლების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილია ახალი სასწავლო კურსების შემუშავება და დანერგვა, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ღონისძიებების განხორციელება, თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განახლება და პროექტის შედეგების პილოტირება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ილია ვეკუას სახელობის თბილისის N42 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

03.07.2026.18:25

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის №42 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში, დემონტირებული შენობის ნაცვლად უნდა აშენდეს ახალი, 800 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, შენარჩუნდეს არსებული გეგმარებითი პარამეტრები, თუმცა არქიტექტურული გადაწყვეტები სრულად უნდა განახლდეს თანამედროვე საგანმანათლებლო, ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

საპროექტო მასალა მოიცავს არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტებს, წინასაპროექტო კვლევებს,გარემოსდაცვით და სოციალურ დოკუმენტაციას.

პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ენერგოეფექტურობას, სეისმომედეგობას და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას. 

პროექტის განხილვაში ჩაერთვება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასწავლო პირობებს და მოსწავლეებს შეუქმნის თანამედროვე, უსაფრთხო და ხარისხიან საგანმანათლებლო გარემოს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა