მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.6
0.0062
flag
AZN 1.5246
-0.0008
flag
CNY 38.893
0
flag
EUR 2.8547
0.01
flag
GBP 3.4159
0
flag
KZT 57.61
-0.0068
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5933
0.0006
news banner

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე COMET ექსპერიმეტის ხელმძღვანელს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი COMET ექსპერიმენტის ხელმძღვანელს, KEK-ის ნაწილაკებისა და ბირთვული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობის განვითარებასა და ახალი სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სატოში მიჰარას ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაფართოებას და ახალი საერთაშორისო პროექტების განხორციელების შესაძლებლობების განხილვას უკავშირდება.

სტუ-ის რექტორის თქმით, უმაღლეს საინჟინრო სკოლასთან სატოში მიჰარას ხანგრძლივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა მხოლოდ კვლევით პროექტებში მონაწილეობით არ შემოიფარგლება. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, მიმდინარე წლის ივნისში იაპონელმა მეცნიერმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაინტერესებული სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის საჯარო ლექცია - „KEK-ისა და J-PARC-ის მიმოხილვა: ნაწილაკების ფიზიკის ახალი ჰორიზონტები და ამაჩქარებლების განვითარება იაპონიაში“ (Introduction to KEK and J-PARC: Frontiers of Particle Physics and Accelerator Development in Japan) - გამართა.

„სატოში მიჰარასთან შეხვედრას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი არის არა მხოლოდ საერთაშორისო მასშტაბის აღიარებული მეცნიერი, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი ხნის პარტნიორი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობა უკვე მრავალ წელს ითვლის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მეცნიერების, ინჟინრებისა და ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობა KEK-ისა და J-PARC-ის საერთაშორისო კვლევით პროექტებში, მათ შორის COMET ექსპერიმენტში. ეს თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, ქართველი მეცნიერები ჩაერთონ როგორც თანამედროვე ფუნდამენტურ, ისე გამოყენებით კვლევებში და იმუშაონ მსოფლიოს წამყვან მკვლევრებთან ერთად.

ჩვენი მიზანია, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და თანამშრომლობა მხოლოდ კონკრეტული სამეცნიერო პროექტებით არ შემოიფარგლოს. მნიშვნელოვანია ახალი ერთობლივი კვლევების განხორციელება, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობების გაფართოება და ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან კიდევ უფრო დააახლოებს.

პროფესორ სატოში მიჰარას გამოცდილება და მისი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების გამოვლენას და იმ პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის სამეცნიერო საზოგადოებას შორის“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტსა და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაციას (KEK) შორის თანამშრომლობა 2014 წლიდან მიმდინარეობს და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება J-PARC-ში განხორციელებული COMET-ის ექსპერიმენტია. აღნიშნულ საერთაშორისო კვლევით პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, ინჟინრები და ახალგაზრდა მკვლევრები მონაწილეობენ. თანამშრომლობის ფარგლებში სტუ-ის მკვლევრები ჩართულნი არიან თანამედროვე დეტექტორული სისტემების შექმნასა და განვითარებაში, ასევე სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით მიმართულებაში.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს - აშშ-ის საელჩო

20.11.2026.16:34

აშშ-ის საელჩო საქართველოში თბილისში, ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დიპლომატიური წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ მაშველების მიმართ, რომელთა დაუღალავმა შრომამ, თანაგრძნობამ და ტრაგედიის ფონზე გადარჩენილი სიცოცხლით გამოწვეულმა გულწრფელმა სიხარულმა არავინ დატოვა გულგრილი“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

ფონიჭალაში, კორპუსში მომხარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყანეს 3 წლის გოგონა.

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა