მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.8
0.0014
flag
AZN 1.5515
-0.0003
flag
CNY 38.919
0.0101
flag
EUR 3.0147
0.0007
flag
GBP 3.539
0.0036
flag
KZT 56.35
-0.001
flag
TRY 0.0561
-0.0002
flag
USD 2.6371
-0.0005
news banner

სტუ-ის რექტორი გამორჩეული მკვლევრისა და ინჟინრის, გურამ ამყოლაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული მკვლევრის, ინჟინრისა და პედაგოგის - პროფესორ გურამ ამყოლაძის გარდაცვალების გამო.

სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატისა და აკადემიური საბჭოს სახელით, გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეული კოლეგის - პროფესორ გურამ ამყოლაძის გარდაცვალების გამო.

ბატონი გურამი ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მომავალი თაობების აღზრდას. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით განხორციელდა ქვეყნისთვის სტრატეგიული არაერთი პროექტი, ხოლო საინჟინრო და ეკონომიკურ მეცნიერებათა მიმართულებით მისი დანატოვარი მდიდარი აკადემიური მემკვიდრეობა - 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 12 სახელმძღვანელო - ფასდაუდებელი შენაძენია ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის.

პროფესორმა გურამ ამყოლაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ენერგეტიკის, საწარმოთა ეკონომიკისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების განვითარებაში. მისი მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა მომავალი თაობებისთვის ყოველთვის დარჩება პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულების მაგალითად. მის სახელს უკავშირდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების, მათ შორის „საქენერგოს“ მართვის ავტომატიზებული სისტემების დამუშავება. გურამ ამყოლაძის სამეცნიერო ნაშრომებმა და სახელმძღვანელოებმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ საინჟინრო და ეკონომიკურ აზროვნებაში.

ჩვენი უნივერსიტეტის სახელით, გულწრფელად ვუთანაგრძნობ გურამ ამყოლაძის ოჯახს, მის კოლეგებს ენერგეტიკის ფაკულტეტიდან, ახლობლებსა და აღზრდილთა მრავალათასიან არმიას. ღვაწლმოსილი პედაგოგისა და კეთილშობილი პიროვნების ხსოვნა მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმრის წერილში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა