მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7159.9
-0.0141
flag
AZN 1.5447
-0.0006
flag
CNY 38.896
0.002
flag
EUR 3.0206
0.0047
flag
GBP 3.5308
0.0106
flag
KZT 55.41
0.0009
flag
TRY 0.0553
-0.0001
flag
USD 2.6259
-0.0007
news banner

სტუ-ის რექტორი პროფესორ გურამ ქაშაკაშვილის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის ემერიტუსის, გამოჩენილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, გურამ ქაშაკაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ქაშაკაშვილების ოჯახს, კოლეგებსა და აღზრდილებს.

სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„გურამ ქაშაკაშვილის წასვლა მძიმე დანაკლისია როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ისე ქართული მეცნიერებისა და საინჟინრო საზოგადოებისთვის. მან თავისი მრავალწლიანი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ქვეყნის განვითარებას, საინჟინრო განათლების გაძლიერებასა და მეტალურგიის დარგის წინსვლას მიუძღვნა.

იგი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული პროფესორი და ემერიტუსი, საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრი, 140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 65 გამოგონების ავტორი. მისი პროფესიული გზა არაერთი მაღალი სახელმწიფო ჯილდოთი და ღირსეული აღიარებით აღინიშნა, თუმცა ყველაზე დიდი მემკვიდრეობა ის ცოდნა, გამოცდილება და ადამიანური ღირსებებია, რომლებიც მან თავის სტუდენტებს, კოლეგებსა და მომავალ თაობებს დაუტოვა.

გურამ ქაშაკაშვილის ღვაწლი არაერთი მაღალი სახელმწიფო ჯილდოთი და ღირსეული აღიარებით აღინიშნა. იგი იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, დამსახურებული გამომგონებელი, ღირსების ორდენის კავალერი და საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელის მფლობელი. ეს ჯილდოები მისი განსაკუთრებული პროფესიონალიზმის, მეცნიერული მიღწევებისა და ქვეყნის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის დასტურია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ბატონი გურამ ქაშაკაშვილი იყო არა მხოლოდ გამორჩეული მეცნიერი და პედაგოგი, არამედ მაღალი პროფესიული ეთიკის, პრინციპულობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითი. მისი სახელი ღირსეულ ადგილს დაიკავებს უნივერსიტეტის ისტორიაში, ხოლო მისი მეცნიერული მემკვიდრეობა მომავალ თაობებს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოემსახურება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი გურამ ქაშაკაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს. გურამ ქაშაკაშვილის ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართული საინჟინრო მეცნიერების ისტორიაში“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

31.07.2026.18:01

მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე - სულხან-საბას ქუჩის კვეთიდან ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ავტომობილები შემოვლას შეძლებენ ივანე მაჩაბლის, გიგა ლორთქიფანიძის, პაოლო იაშვილისა და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩების გამოყენებით. ასევე, ლეონიძის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომანქანებით გადაადგილება დროებით შესაძლებელი იქნება სულხან-საბას ქუჩაზე.

აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები - N316, 324, 364, 374, 380, 382, 383, 390 და მიკროავტობუსები - N408 და 541) ლეონიძის ქუჩიდან იაშვილის ქუჩის მიმართულებით მაჩაბლისა და ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით გადაადგილდება, რის შემდეგაც დადგენილი მარშრუტით იმოძრავებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა