მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.6
0.0062
flag
AZN 1.5246
-0.0008
flag
CNY 38.893
0
flag
EUR 2.8547
0.01
flag
GBP 3.4159
0
flag
KZT 57.61
-0.0068
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5933
0.0006
news banner

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს ბიატლსა და ტრიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი), ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონს ზამთრის ცურვაში, საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტს, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორს, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსან ჰენრი კუპრაშვილს და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, წარმატებებს უსურვებს.

„ბატონ ჰენრის ვულოცავ დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

80 წელი არის განვლილი ცხოვრების, პროფესიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის, მიღწევების, დამსახურებების შეჯამების ეტაპი და ამავდროულად მომავალი წარმატებების დასაწყისიც.

ჰენრი კუპრაშვილის მემკვიდრეობა განსაკუთრებული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთ ადამიანში ჰარმონიულად გაერთიანდეს მეცნიერი და პედაგოგი, ისტორიკოსი და ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, საზოგადო მოღვაწე და სპორტსმენი. მისი მოღვაწეობის თითოეული მიმართულება პროფესიონალიზმით, მიზანდასახულობით, შეუპოვრობითა და საკუთარი საქმისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰენრი კუპრაშვილის პედაგოგიური და აკადემიური მოღვაწეობა არის მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს ცოდნისა და გამოცდილების თაობიდან თაობისთვის გადაცემის კულტურა. მისი ბიოგრაფია ცხადყოფს, რომ წარმატება მხოლოდ ერთი სფეროს მიღწევებით არ განისაზღვრება. ადამიანის ნამდვილი ღვაწლი სწორედ მრავალმხრივობაში, საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში და იმ ფასეულობებში ვლინდება, რომელთა საფუძველზეც ქვეყანა, მეცნიერება, განათლება და სპორტი ვითარდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ჰენრი კუპრაშვილს კიდევ ერთხელ გულითადად ვულოცავ საიუბილეო თარიღს და ვუსურვებ, მომავალშიც ენერგიითა და შემართებითა გააგრძელოს საქმიანობა, ღირსეულად ემსახუროს მეცნიერებას, განათლებას, ქართულ სპორტსა და საზოგადოებას, ახალი გამარჯვებებით გაამდიდროს საკუთარი და საქართველოს წარმატებების ისტორია და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იყოს ახალგაზრდა თაობებისთვის შრომისმოყვარეობის და პროფესიონალიზმის ღირსეული მაგალითი“, - აღნიშნულია მილოცვაში.

ცნობისთვის,, ჰენრი კუპრაშვილი 5 მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოს, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, პრესაში გამოქვეყნებული 400-ზე მეტი სტატიის, ინტერვიუსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული 50-ზე მეტი მოხსენების ავტორია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 15-ზე მეტი სადოქტორო დისერტაცია. იგი არის სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განხორციელებული მულტი და ინტერდისციპლინური სასწავლო-სამეცნიერო თეორიულ-პრაქტიკულ ღონისძიებათა პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“, ავტორი და ხელმძღვანელი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს - აშშ-ის საელჩო

20.11.2026.16:34

აშშ-ის საელჩო საქართველოში თბილისში, ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დიპლომატიური წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ მაშველების მიმართ, რომელთა დაუღალავმა შრომამ, თანაგრძნობამ და ტრაგედიის ფონზე გადარჩენილი სიცოცხლით გამოწვეულმა გულწრფელმა სიხარულმა არავინ დატოვა გულგრილი“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

ფონიჭალაში, კორპუსში მომხარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყანეს 3 წლის გოგონა.

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა