მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სტუ-ის რექტორმა, განათლების მინისტრის მოადგილემ, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს

news image
mbc image

„დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი ჩვენი გმირების ხსოვნას. მათი თავგანწირვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად ძვირფასია სამშობლო, თავისუფლება და მშვიდობა. თითოეული მათგანის სახელი დარჩება ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როგორც ღირსების, ვაჟკაცობისა და თავდადების სიმბოლო. მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ის ფასეულობები, რომლებზეც დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მომავალი თაობების მშვიდობიანი ცხოვრება. დღეს ჩვენ არა მხოლოდ პატივს მივაგებთ დაღუპულ გმირებს, არამედ ვაცნობიერებთ იმ დიდ პასუხისმგებლობასაც, რომელიც მათ ხსოვნას თან ახლავს - გავუფრთხილდეთ მშვიდობას, ვაშენოთ ძლიერი და განვითარებული ქვეყანა და მომავალ თაობებს გადავცეთ სამშობლოს სიყვარული და პატივისცემა იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც ქვეყნისთვის ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკიური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და სტუდენტებმა საქართველო-რუსეთის ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ჩვენი ქვეყნის უმთავრესი არჩევანი და პასუხისმგებლობა არის მშვიდობიანი განვითარება, რომელიც ეფუძნება სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. მშვიდობა არის ის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, რადგან მხოლოდ მშვიდობიან გარემოში არის შესაძლებელი განათლების, მეცნიერების, ეკონომიკისა და საზოგადოების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ საერთო პასუხისმგებლობის გააზრებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისკენ. მადლობას ვუხდით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ხელისუფლებას იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი ქვეყნის მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად ახორციელებენ. თანმიმდევრული მშვიდობის პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას ემსახურება, გვაძლევს იმედს, რომ მომავალში საქართველო აღარ იხილავს ომისა და ძალადობის ტრაგიკულ შედეგებს და ჩვენი შვილები შეძლებენ იცხოვრონ მშვიდობიან, თავისუფალ და განვითარებულ ქვეყანაში. სამაჩაბლოს დარად არ უნდა დაგვავიწყდეს აფხაზეთი. ჩვენ ვალდებული ვართ, მომავალ მომავალ თაობებს ვასწავლოთ არა მხოლოდ 2008 წლის ომის ტრაგიკული ისტორია, არამედ ის ღირებულებები, რომელთა დასაცავადაც ჩვენმა გმირებმა უმაღლესი მსხვერპლი გაიღეს. მათი ხსოვნა გვაერთიანებს და გვახსენებს, რომ მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გაძლიერება და მომავლის შექმნა არის ის გზა, რომლითაც პატივს მივაგებთ მათ თავდადებას“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

ინფორმაციისთვის: 412 დაღუპული, 2 000-მდე დაჭრილი და 150 000 იძულებით გადაადგილებული პირი - ამ შედეგით დასრულდა 18 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომი. 2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებული ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა