მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სტუ-ის სტუდენტი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას

news image
mbc image

„როდესაც უნივერსიტეტის არჩევის ეტაპზე ვიყავი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი მიმართულების პოვნა, რომელიც ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მომცემდა. სწორედ ამიტომავირჩიე „მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება“ - უნიკალური პროგრამა, რომელიც საქართველოშიმხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს და მთიანი რეგიონების განვითარების თანამედროვეგამოწვევებსა და პერსპექტივებზეა ორიენტირებული“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ბაქრაძე აცხადებს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მარიამ ბაქრაძე სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. როგორც მარიამ ბაქრაძე აცხადებს, პროგრამა - „მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება“, მოიცავს გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მართვის, მდგრადი განვითარების, რეგიონული დაგეგმარებისა და მთიანი ტერიტორიების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ისეთ საკითხებს, რომლებიც სტუდენტებს  შესაძლებლობას აძლევს, სიღრმისეულად შეისწავლონ მთიანი რეგიონების წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის თანამედროვე მიდგომები. მისი თქმით, პროგრამა უნიკალურია და საქართველოში მხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორციელდება, რაც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების სფეროში კარიერის შექმნას გეგმავენ.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო უნივერსიტეტში არსებული სასწავლო გარემო. სტუდენტსა და ლექტორსშორის ურთიერთობა დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, მხარდაჭერასა და პროფესიულ განვითარებაზე. ლექტორები მუდმივად მზად არიან გაგვიზიარონ როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული გამოცდილება, რაცსასწავლო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფაკულტეტითანამშრომლობს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტებთან, რაცსტუდენტებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის როგორც პროფესიული ზრდის, ისე საერთაშორისოგამოცდილების მიღების მიმართულებით. 

უნივერსიტეტის მასშტაბით იმართება სხვადსხვა კონფერენციები, მათ შორის, შიდასაფაკულტეტო. მონაწილეობა მაქვს მიღებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 88-ე ღია სამეცნიერო სტუდენტურსაერთაშორისო კონფერენციაში, სადაც გამარჯვებულ სამეულში მოვხვდი. ასევე ვმონაწილეობ სხვადასხვასაერთაშორისო კონფერენციებში. პროექტებზე მუშაობის დროს ვიღრმავებ ცოდნას და ჩატარებულიკვლევები კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას მაძლევს ჩემთვის საინტერესო მიმართულებით. ფაკულტეტისსტუდენტური აქტივობების ფარგლებში ხშირად გვქონდა გასვლები სხვადსხვა რეგიონებში, სადაცადგილობრივ მოსახლეობასაც ვაცნობთ ჩვენს პროექტებს ორგანული წარმოების, მდგრადი ტურიზმისა დათანამედროვე ბიოტეგნოლოგიების შესახებ და თავადაც უდიდეს გამოცდილებას ვიღებთ ადგილობრივებთანმსჯელობის პროცესში. ასევე მონაწილეობა მივიღე კურორტების სააგენტოს კონფერენციაში, სადაცშემარჩიეს და ჩამრთეს მრავალძლის კურორტად ჩამოყალიბების პროგრამაში.

მომეცა შესაძლებლობა  ფაკულტეტის გაზეთის მთავარი რედაქტორი ვყოფილიყავი.  ფაკულტეტისადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად არაერთხელ შევხვდი ჩვენს იაპონელ პარტნიორს, რომელმაცგაგვიზიარა გამოცდილება. პირველი კურსიდანვე გავხდი სტიპენდიანტი, მომეცა შესაძლებლობა მიმეღოსხვადასხვა კერძო ფონდების სტიპენდიებიც (თამაზ ბექაიას ფონდი, იავნანას ფონდი).

სტუდენტებს აუცილებლად ვურჩევდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარებას, რადგან აქ არიანსაკმაოდ ყურადღებიანი და გამოცდილი ლექტორები და, რაც მთავარია, ფაკულტეტზე არის უდიდესიშესაძლებლობა მიიღო კარგი პრაქტიკული გამოცდილება.  რაც მთავარია, საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტის სტუდენტები თავს გრძნობენ არა უბრალო თანაკურსელებად, არამედ ეს არის  ოჯახი, სადაცყველა გვერდში უდგას ერთმანეთს”, - აცხადებს მარიამ ბაქრაძე. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა