მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სტუ-ში აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა და დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

news image
mbc image

„დღეს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და არსებული გამოწვევების დიპლომატიური ძალისხმევით მოგვარებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზნის გარშემო საზოგადოებამ საერთო პასუხისმგებლობა გაიაზროს. მშვიდობის სურვილი არ ნიშნავს ისტორიის დავიწყებას. ჩვენი სამშობლოს ისტორია გვავალდებულებს მომავალ თაობებს შევუქმნათ ისეთი მომავალი, სადაც დაპირისპირებას თანამშრომლობა, ხოლო ომის გამოცდილებას მშვიდობისკენ სწრაფვა ჩაანაცვლებს. ჩვენ გვახსოვს ისინი, ვინც საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოლა და დაიღუპა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ოჯახებს, ვეტერანებს და ყველა ადამიანს, ვინც ამ უმძიმესი ისტორიის ტკივილი საკუთარ თავზე გადაიტანა. მათი ხსოვნა ჩვენთვის მხოლოდ წარსულის გახსენება არ არის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, გავუფრთხილდეთ მშვიდობას და მომავალ თაობებს არ მივცეთ ომის ტკივილის ხელახლა განცდის მიზეზი”, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა და დაღუპულთა პატივგებისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, უნივერსიტეტში აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა და დაღუპულთა პატივგებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ომის ვეტერანები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის არსზე და აღნიშნა, რომ ეროვნული მეხსიერების შენარჩუნება და მომავალ თაობებში ისტორიული პასუხისმგებლობის განცდის გაძლიერება საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩვენ შევიკრიბეთ რომ კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მათი ხსოვნა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილია და ამ ისტორიის დავიწყება არ შეიძლება. განსაკუთრებული ადგილი ამ ისტორიაში უჭირავს ჟიული შარტავას - ადამიანს, რომლის სახელი საქართველოს უახლეს ისტორიაში ღირსების, თავდადებისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის სიმბოლოდ დარჩა. ჟიული შარტავამ ურთულეს ვითარებაში დატოვა მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს სამშობლოს ერთგულება და საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ჟიული შარტავას სახელთან დაკავშირებული მემკვიდრეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენს უნივერსიტეტში მოქმედებს ჟიული შარტავას სახელობის ლაბორატორია - ეს არის შესაძლებლობა, რომ მისი სახელი და ის ფასეულობები, რომლებსაც იგი განასახიერებდა, ახალგაზრდებისთვის განათლებასთან, მეცნიერებასთან, პროფესიულ განვითარებასთან და ქვეყნის მომავალთან იყოს დაკავშირებული.უნივერსიტეტს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს - მომავალ თაობებს არა მხოლოდ ცოდნა მისცეს, არამედ ისტორიული მეხსიერებაც შეუნარჩუნოს. ომი ადამიანის, საზოგადოების და ქვეყნის ყველაზე მძიმე გამოცდილებაა. ჩვენ კარგად ვიცით ომის ფასი, დაკარგული სიცოცხლეები, ოჯახების ტრაგედიები, დანგრეული ურთიერთობები და ათწლეულების განმავლობაში მოუშუშებელი ტკივილი, ამიტომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მადლობა საქართველოს ხელისუფლებას იმ ძალისხმევისთვის, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობასა და განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნას ემსახურება”, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ომის ვეტერანები და მოწვეული სტუმრები. შეხვედრაზე გაიხსენეს აფხაზეთის ომის მონაწილეები და ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ღონისძიების დასასრულს კი გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმის - „რუხის შეხვედრების კვალდაკვალ“, ჩვენება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა