მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისი ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს შეხვედრის მასპინძელია

news image
mbc image

საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, 1-8 მაისს, თბილისი ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრას მასპინძლობს.

ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს თბილისის საკრებულოში გაიმართა, სადაც თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა.

დედაქალაქის მერმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„მოხარული ვარ, რომ თბილისი პირველად მასპინძლობს ევროპის ახალგაზრდული გაერთიანების საბჭოს სხდომას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვართ ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) კანდიდატი წევრი 2019 წლიდან, რაც ახალგაზრდების საერთაშორისო კავშირების გამყარებას და მათ ინტეგრირებას შეუწყობს ხელს.

ახალგაზრდების მაქსიმალური ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სახელმწიფოც და დედაქალაქიც აქტიურად მუშაობს და ამის დამსახურებაა, რომ დედაქალაქში არამარტო ადგილობრივი დონის ღონისძიებები თუ აქტივობები იმართება, არამედ ხშირად ვმასპინძლობთ მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებებსაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დელეგაციის წევრებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს დედაქალაქში გატარებული დღეები მათთვის დაუვიწყარი იქნება.

„ვიცი, რომ დელეგაციას შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს, საქართველოში აირჩევენ ახალ მენეჯმენტს, გაიმართება სამუშაო სესიები, გაეცნობით ჩვენი ქვეყნის კულტურას, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს, უგემრიელეს სამზარეულოს. მინდა, წარმატებები გისურვოთ და ერთი რამ ვთქვა: ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, ჩვენი მხრიდან სტუდენტებს ყოველთვის აქვთ მხარდაჭერა და თანადგომა სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების საშუალებით. ეს მიდგომა გაგრძელდება ყოველთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩაერთო და მხარი დაუჭირა ამ პროექტს, აგრეთვე მინდა, წარმატება ვუსურვო დელეგაციის წევრებს დაგეგმილ აქტივობებში და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს დედაქალაქში გატარებული დღეები ყველა სტუმრისთვის დაუვიწყარი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და  თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.

საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია 2019 წლიდან არის ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) კანდიდატი წევრი. ESU დაფუძნდა 1982 წელს და აერთიანებს 41 სახელმწიფოს ეროვნული სტუდენტური გაერთიანების წევრ 20 მილიონზე მეტ სტუდენტს. ევროპის სტუდენტური გაერთიანება წარმოადგენს ევროკავშირის ახალგაზრდულ ოფიციალურ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს კვოტა ხმის მიცემის უფლებით ევროპარლამენტში და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპულ კომისიასთან, იუნესკოსთან, ევროპის საბჭოსთან, ბოლონიის პროცესის განმახორციელებელ ჯგუფთან და სხვა ორგანიზაციებთან.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

                

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა