მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

თბილისი კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ დიალოგს მასპინძლობს

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თბილისში კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგი მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ღონისძიება, რომლის მასპინძელი ქვეყანაა საქართველო, კლიმატის სფეროში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს.

„კლიმატის ცვლილება სულ უფრო მწვავე გამოწვევაა ჩვენი რეგიონისთვის და უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყნებსა და მოსახლეობაზე. საქართველოსთვის პრიორიტეტულია კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის გაძლიერება და მდგრადი ეკონომიკის განვითარება. კლიმატის მწვანე ფონდთან პარტნიორობით, საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს კლიმატური რისკების შემცირების, ადრეული გაფრთხილების სისტემების გაძლიერებისა და ტყეების მდგრადი მართვის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, რეგიონული თანამშრომლობა კონკრეტულ პროექტებად, პროექტები კი ინვესტიციებად და ხელშესახებ შედეგებად გარდავქმნათ. ჩვენ გვინდა, ვიყოთ არა მხოლოდ საერთაშორისო კლიმატური თანამშრომლობის ბენეფიციარები, არამედ აქტიური პარტნიორები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ სხვებს და ხელს უწყობენ პრაქტიკული რეგიონული ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

რეგიონული დიალოგის პირველი დღის ფარგლებში მინისტერიალის მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე - „ამბიციიდან განხორციელებამდე: ქვეყნის პრიორიტეტებზე დაფუძნებული კლიმატური ინვესტიციებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაფართოება“. შეხვედრაზე მონაწილეებმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საერთო გამოწვევებზე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებასა და კლიმატური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ასევე გაიმართა თემატური და პლენარული სესიები, რომლებზეც ნახშირბადის ბაზრები, კლიმატური პლატფორმები, კერძო სექტორის ჩართულობა, ადრეული გაფრთხილების სისტემები და GCF-ის სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს.

„მადლიერი ვარ საქართველოს მთავრობის, რომელიც ამ რეგიონული დიალოგის თანაორგანიზატორია. დიალოგი რეგიონის ქვეყნებს გამოცდილების გაზიარების, პარტნიორობების გაძლიერებისა და კლიმატური გამოწვევების გადაჭრის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას აძლევს. კლიმატის მწვანე ფონდი რეგიონზე ორიენტირებული მიდგომით მოქმედებს და უკვე აღწევს კონკრეტულ შედეგებს. პარტნიორობების გაღრმავებით, ინვესტიციების გაზრდით, ქვეყნების პლატფორმების მხარდაჭერითა და რეგიონული წარმომადგენლობის შექმნით, ჩვენ ქვეყნებს ვეხმარებით, კლიმატური მიზნები კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნან და უფრო მდგრადი მომავლის შექმნას შეუწყონ ხელი“, - აღნიშნა GCF-ის აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დეპარტამენტის დირექტორმა თომას ერიქსონმა.

რეგიონული დიალოგის მომდევნო დღეები კლიმატური პროექტების მომზადებისა და დაფინანსების საკითხებს დაეთმობა. მონაწილეები GCF-ის დაფინანსების მექანიზმებსა და მხარდაჭერის შესაძლებლობებს, მათ შორის Readiness პროგრამასა და პროექტების მომზადების მექანიზმს (PPF), გაეცნობიან. დაგეგმილია ასევე ინდივიდუალური შეხვედრები კონკრეტული პროექტებისა და დაფინანსების შესაძლებლობების განხილვის მიზნით.

ღონისძიებაში მონაწილეობენ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაღალი რანგის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კლიმატის სფეროში მომუშავე სხვა პარტნიორი უწყებების წარმომადგენლები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ComCom-ისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შორის მედიისა და ელექტრონული კომუნიკაციების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

06.10.2026.14:35

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებსა და ამერიკელ ექსპერტ შეინ თიუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებლების ცვალებადი როლი იყო. შეინ თიუსი საკონსულტაციო კომპანია „ლოგან სერქლ სტრატეჯიზის“ (Logan Circle Strategies) პრეზიდენტი და „ამერიკული მეწარმეობის ინსტიტუტის“ (American Enterprise Institute) უფროსი მკვლევარია. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ციფრული ეკონომიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ინტერნეტის მმართველობა, მონაცემთა დაცვა და ახალი ტექნოლოგიები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ელექტრონული კომუნიკაციებისა და მედიის სექტორებში არსებულ გლობალურ ტენდენციებსა და ახალ პრიორიტეტებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს, რა შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარება მომხმარებლების, სატელეკომუნიკაციო ოპერატორების, მედიამომსახურების მიმწოდებლებისა და მარეგულირებელი ორგანოებისთვის.

დისკუსია შეეხო ხელოვნური ინტელექტის მართვასა და ამ მიმართულებით ტელეკომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებელი ორგანოების როლს, ასევე ტელეკომუნიკაციების, კონკურენციის, მონაცემთა დაცვის, მომხმარებელთა დაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მოქმედ უწყებებს შორის კოორდინაციას.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ეფექტიან რეგულირებასა და ინოვაციას, ინვესტიციებსა და კონკურენციას შორის ბალანსზე. საუბარი შეეხო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ კიბერუსაფრთხოების რისკებსა და სატელეკომუნიკაციო ქსელების მდგრადობას.

დისკუსიის ფარგლებში განიხილეს აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული მარეგულირებელი მიდგომები და პრაქტიკული გამოცდილება.

დასასრულს, სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს როლზე გლობალურ ციფრულ გარემოში, ქვეყნის პოტენციურ კონკურენტულ უპირატესობებსა და სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა