თბილისის №120 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის №120 საჯარო სკოლის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს ადგილზე გააცნეს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა და პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
1000-მდე მოსწავლეზე გათვლილი, თბილისის №120 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სრულად განახლდება. ასევე, აშენდება თანამედროვე სპორტული დარბაზი და მოეწყობა ღია სპორტული მოედანი.
საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური გარემოს შექმნას.
თბილისის №120 რეაბილიტაციის შედეგად, მოსწავლეები და პედაგოგები სრულად განახლებული, უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო სივრცით ისარგებლებენ.
სხვა სიახლეები
11 აგვისტოს 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება
10.08.2026.21:46
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ასფალტის საფარის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2026 წლის 11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.