თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალი წელს მესამედ იმართება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს განათლებისა დაკულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალისორგანიზატორებს და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ხელმძღვანელებს საკრებულოში შეხვდნენ.
ფესტივალი თბილისის მერიის დაფინანსებით და საკრებულოს განათლებისა და კულტურისკომისიის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალი მიზნად ისახავს თბილისის ბავშვთა ფოლკლორულიგუნდების (კერძო და არასახელმწიფო დაფინანსების მქონე) მოტივაციის გაზრდას, გააქტიურებას და მათ ხელშეწყობას. თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები მაია მიქაბერიძე და დავით ცინცაძე არიან.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა ხელოვნების მხარდაჭერა და ყველა იმ ადამიანის პატივისცემა, რომელთაღვაწლიც განსაკუთრებულია ქართული კულტურის განვითარებაში.
გიორგი ტყემალაძემ და კახა ლაბუჩიძემ ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის ორგანიზატორებსწარმატება უსურვეს და სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მათ საკრებულოს კომპეტენციისფარგლებში.
ფესტივალის ორგანიზატორებმა საკრებულოს თავმჯდომარეს და განათლებისა და კულტურისკომისიის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდეს ფესტივალის გეგმებზე, დაწესებულ ნომინაციებსადა ჟიურის შემადგენლობაზე. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სპეციალურად ფესტივალისთვისაქტიურად იმუშავებს სოციალური პლატფორმები. პროექტი ჩაიწერება აუდიო-ვიდეო მატარებლებზედა იქნება პირდაპირი ეთერები სოციალური ქსელების მეშვეობით.
ფესტივალის ფარგლებში გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან: საუკეთესოგუნდი, სოლისტი, ლოტბარი, დუეტი, აღდგენილი სიმღერა, საუკეთესო ტრიო, ავთენტიკურობისნიშნით გამორჩეული გუნდი, მგალობელთა გუნდი და ქალაქური ფოლკლორის შემსრულებელიანსამბლი.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ფესტივალის მასშტაბი ყოველწლიურად მზარდია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა.
„ახალგაზრდა თაობას უდიდესი წვლილი შეაქვს ქართული ხალხური სიმღერის, საგალობლების პოპულარიზაციასა და ჩვენი კულტურული ტრადიციების შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომ, დედაქალაქის საკრებულო და მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს საქმეს, რომელიც მომავალი თაობის აღზრდას და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
2024 წელს თბილისის ბავშვთა ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობენ ანსამბლები: „შოდა“, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ანსამბლი „მარულა“, „იბერია“, რევაზ შანიძის ქართულიტრადიციული მუსიკის სტუდია, ანსამბლი „ფშავრობი“, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „ერქვანი“,ანსამბლი „მეიდანი“, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოსეპარქიასთან არსებულ კულტურულ ცენტრ „ჰაიარტუნის“ მედუდუკეთა ანსამბლი, ანსამბლი „იაკამი“ და მეექვსე საავტორო სკოლის ანსამბლი.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.