თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
თბილისის განვითარების ფონდი სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე განმარტებით, ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლს წარმოადგენს.
„ჩვენი ქალაქისთვის დიდი სიმდიდრეა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების არსებობა. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. თბილისის განვითარების ფონდი ამჯერად რეაბილიტაციის პროექტს იწყებს სიონის ტაძარში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით,სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
„არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს. შესაბამისად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრის აღნიშნულ ნაწილს. სატენდერო პროცედურები დასრულებულია, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
ირაკლი ნადარეიშვილმა ITB China-ს ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
27.05.2026.12:51
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ITB China-ს ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართეს.
საქართველოს დელეგაცია შეხვდა კომპანია Trip.com-მარკეტინგის რეგიონულ დირექტორს სუმერ ვონგს, ასევე კომპანია Messe Berlin-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტს დევიდ რუეთს.
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ჩინეთისა და აზიის ბაზრებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების პოზიციონირების გაძლიერებაზე, ასევე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და მარკეტინგულ კამპანიებში თანამშრომლობაზე.
შეხვედრები საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB China ფარგლებში გაიმართა, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი.