მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისის მერიამ „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 12 ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფინანსა

news image
mbc image

2024 წელს თბილისის მერიისგან თორმეტმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მიიღო დაფინანსება სოციალური მეწარმეობის პროექტების განსახორციელებლად. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 
მისი თქმით, თბილისის მერიაში შესული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული პროექტებიდან ოთხის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ესენია აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერას", „საქართველოს კარიტასის", „სოციალურ საწარმოთა და მეწარმეთა ასოციაციის" და „პოტერიას" პროექტები. 

„2022 წლიდან,  თბილისის მერია ახორციელებს ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას, რაც ითვალისწინებს სოციალური მეწარმეობის პროექტების ფინანსურ წახალისებას და მხარდაჭერას. ბიზნესმოდელზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებას გააჩნია, ერთი მხრივ, სოციალური, მეორე მხრივ კი ეკონომიკური მიზანი. იგი ემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.
როგორც იცით, ჩვენ გამოცხადებული გვქონდა საპროექტო განაცხადების მიღება.  დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პროექტები, რომელთა შორისაც 2024 წელს დაფინანსდა 12 ახალგაზრდული ორგანიზაცია. 
მინდა, საზოგადოებას გავაცნო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი 4 მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. 
ესენია: 
ა(ა)იპ „აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი „ჰერა", რომელიც ემსახურება უსინათლო და მცირემხედველი ბენეფიციარების სოციალური პრობლემის გადაჭრას. ქართველი და უცხოელი კლასიკოსი მწერლების მხატვრულ და საგანმანათლებლო ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, გამოიცემა აუდიო და აუდივიზუალური წიგნები. პროექტის ფარგლებში დასაქმდებიან  მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი სტუდენტები.
ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასი" -მათი სოციალური მიზანია ხელოვნების სტუდიის კურსდამთავრებულებს მისცენ საშუალება, გამოიყენონ მიღებული უნარები და შექმნან მაღალი ხარისხის ხელნაკეთი ნივთები, შედეგად კი მიიღონ ყოველთვიური ანაზღაურება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კარიტასი გადამზადების შემდგომ დაასაქმებს 12 კურსდამთავრებულ ახალგაზრდას და დახმარებას გაუწევს მათ მიერ შექმნილი ნივთების რეალიზებაში.
ა(ა)იპ „სოციალურ საწარმოთა და მეწარმეთა ასოციაცია", რომლის სოციალური მიზანია ახალგაზრდებში პროფესიული და სოციალურ-მეწარმეობითი უნარების განვითარება და მათი დასაქმების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში უფასოდ გადამზადდებიან მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდები, რომლებიც გაივლიან 3-თვიან კურსს ხის, ლითონის, ქსოვილის დამუშავებასა და სხვადასხვა მანქანა-დანადგარებთან მუშაობის მიმართულებით. 
ა(ა)იპ „პოტერიას" პროექტის  მიზანია თიხასთან მუშაობის ძველი ქართული ტრადიციის შენარჩუნება-განვითარება და მოწყვლადი ჯგუფების სრულფასოვანი ცხოვრების ხელშეწყობა. 3 თვის განმავლობაში ახალგაზრდები უფასოდ გაივლიან კერამიკოსის პროფესიის კურსს და დასაქმდებიან", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა წარმატება უსურვა მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ ორგანიზაციებს დ მსგავსი პროექტების მხარდაჭერის მზაობა გამოხატა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა