მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.7
-0.0325
flag
AZN 1.5411
-0.0009
flag
CNY 38.842
0.0018
flag
EUR 3.0274
0.0062
flag
GBP 3.5365
0.0149
flag
KZT 56.18
0.003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6198
-0.0012
news banner

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გასცა მას შემდეგ, რაც ყველა არქიტექტურული მოთხოვნა დაკმაყოფილდა - კახა კალაძე

news image
mbc image

დარწმუნებული ვარ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, ე.წ. რიყის დოქების ტერიტორიაზე ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან.

მისი თქმით, ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილება მესაკუთრე კომპანიამ მიიღო, ხოლო თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა მას შემდეგ გასცა, რაც ყველა არქიტექტურული მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

„ეს არის კერძო საკუთრება. შენობა წლების განმავლობაში იყო მძიმე მდგონარეობაში, აბსოლუტურად უფუნქციო და ნაგვის ბუდედ ქცეული. კერძო მესაკუთრემ მიიღო დემონტაჟის გადაწყვეტილება. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური როდესაც გასცემს დემონტაჟის ნებართვას, ყველა არქიტექტურულ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, რადგან ამ პროცესს თავისი წესები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იყო საქართველოს მთავრობის განკარგულება დემონტაჟის შესახებ, ეს ყველაფერი თანხმდებოდა წესების მიხედვით და საბოლოოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან ერთად გავეცით ნებართვა.

ზოგადად შენობის ვიზუალი გემოვნების საკითხია, თუმცა არსებულ სივრცეში არანაირად არ ჯდებოდა. კერძო მესაკუთრემ კი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდეს მისი დემონტაჟი და ახალი პროექტი განხორციელდეს. დემონტაჟის შემდეგ, მესაკუთრე ახალ პროექტს წარმოადგენს მუნიციპალიტეტში და ვიმსჯელებთ, თუ როგორ განვითარდება ეს ტერიტორია. ჯერ არანაირი წინადადება არყოფილაშემოტანილი. როგორც კი ეს მოხდება, ამას საზოგადოებაც გაიგებს. საკმაო მნიშვნელობის მქონე ადგილია და პროექტიც გარემოს უნდა შეესაბამებოდეს. დარწმუნებული ვარ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ იყო შენობა წლების განმავლობაში უფუნქციოდ, თბილისის მერის თქმით: „თქვენ ძალიან ხშირად აპელირებთ ამ თემაზე. მე მინდა თქვენ დაგისვათ შეკითხვა - რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ 2011 წელს განხორციელებული ამხელა მასშტაბის პროექტი მაშინ, როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე სოციალური ფონი იდგა და უამრავი პრობლემა არსებობდა? რაღაც გაუაზრებელი პროექტისთვის 75 მილიონის დახარჯვა სწორი იყო? ეს იყო ხალხის ფული“.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 11 აგვისტოს 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

10.08.2026.21:46

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ასფალტის საფარის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2026 წლის 11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა