თბილისის მერიის სოციალურ პროექტ „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება
თბილისის მერიის სოციალურ პროექტ, „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. ამავე საიტზეა ხელმისაწვდომი საზაფხულო ბაღების სია.
პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან.
საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა თბილისის ყველა უბნის მცხოვრებისთვის აღნიშნული მომსახურება თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი. პროექტი, რომელშიც 54 საბავშვო ბაღი ჩაერთვება, ბიუჯეტიდან 4 645 000 ლარით დაფინანსდება. საზაფხულო ბაღებში წელს 3 900 თანამშრომელი იმუშავებს.
სხვა სიახლეები
ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ცხოვრების დონის გაუმჯობესება, აქედან გამომდინარე წლიდან წლამდე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება - დავით ნარმანია
08.06.2026.10:30
ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმები, რომელიც ენერგეტიკის სექტორში მიმდინარეობს, მათ შორის განახლებადი მწვანე ენერგიის განვითარების ხელშეწყობის ნაწილში, რომლის ფარგლებშიც უკვე გამოჩნდა ახალ-ახალი ენერგეტიკული ობიექტები, რომლებიც ეტაპობრივად იხსნება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, სულ ახლახან სემეკმა გასცა კასპის მუნიციპალიტეტში ქარის ახალ სადგურზე ლიცენზია და 18 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის ქარის სადგური შეემატა.
„შიდა ქართლში მიმდინარეობს უკვე და ძალიან მალე დასრულდება გაცილებით მძლავრი ქარის სადგური, რომელიც შემდეგ უკვე შემოვა ჩვენთან შესაბამისი სალიცენზიო განაცხადით და გავცემთ მათზე ლიცენზიას. მზის რამდენიმე სადგური შენდება აღნიშნულ პერიოდში. იგივე ნეტო აღრიცხვის სისტემაში, რომელიც ჩვენ სემეკში შევიმუშავეთ და მხარდაჭერის მექანიზმები მოქმედებდა რამდენიმე წლის განმავლობაში, ნახევარ მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის საკმაოდ ბევრი მიკროსადგური შეიქმნა და შევიდა ექსპლუატაციაში. აქედან გამომდინარე გაჩნდა ახალი დამატებითი მწვანე ენერგიის წყაროები, თუმცა ეს არის არასაკმარისი ჯერჯერობით იმიტომ, რომ ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ქვეყანაში გვაქვს ცხოვრების დონის გაუმჯობესება, აქედან გამომდინარე წლიდან წლამდე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ქვეყანაში იზრდება. საშუალოდ 7-8%-იანი, 9%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში 3.5-4%-ით იზრდება ყოველწლიურად წინა წელთან შედარებით ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, როგორც კომერციულ სექტორში, რაც პირდაპირ ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება, ასევე საყოფაცხოვრებო სექტორში, რაც ცხოვრების დონის გაუმჯობესებას უკავშირდება.
ჩვენი პროგნოზით, ეს ტენდენცია მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება, რის გამოც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი, დამატებითი მწვანე ენერგიის ობიექტების შექმნა. საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში გატარებული და მიმდინარე ხელშეწყობის პოლიტიკა, ისევე როგორც დაგეგმილი რეფორმები, აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
ქვეყანაში ექსპლუატაციაში შევა დამატებითი ჰიდრო, მზის და ქარის ელექტროსადგურები, რაც სავსებით რეალურს ხდის მთავრობის სტრატეგიულ გეგმას - რამდენიმე წელიწადში საქართველომ მიაღწიოს სრულ ენერგეტიკულ თვითკმარობას და იქცეს ნეტო-ექსპორტიორ ქვეყნად“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.
დავით ნარმანიას შეფასებით, საქართველო არა მხოლოდ მზარდ შიდა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, არამედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ამოქმედების დროისთვის ევროპაში გასატან ჭარბ მწვანე ენერგიასაც შექმნის. მისი თქმით, პროექტს ევროპის შესაბამისი სტრუქტურების მიერ ერთობლივი ინტერესის სტატუსი აქვს მინიჭებული, ხოლო მისი განხორციელება ქვეყანას ელექტროენერგიის ექსპორტიდან დამატებით შემოსავლებს მოუტანს.
„ძალიან აქტუალურია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის კვლევის შემდგომი ეტაპი მიმდინარეობს, შავი ზღვის შელფის დეტალური შესწავლა, კვლევა და სწორედ ეს პროექტიც როცა გაკეთდება თავის დროზე, ამ პროექტის ექსპლუატაციაში შესვლის დროისთვის უნდა არსებობდეს ქვეყანაში ნამეტი, ანუ ჭარბი მწვანე ენერგია, რომლის ევროპაში გატანის შესაძლებლობაც იქმნება და დამატებით გაჩნდება ქვეყანაში შემოსავლები ელექტროენერგიის ექსპორტიდან. მით უმეტეს პროექტი სიცოცხლისუნარიანია და ერთობლივი ინტერესის სტატუსი მიენიჭა მას ევროპის შესაბამისი სტრუქტურების მიერ და აღიარებულია ეს პროექტი, როგორც ერთობლივი ინტერესების მქონე პროექტი“, - აღნიშნა ნარმანიამ.