მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
-0.0002
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.907
0.0023
flag
EUR 2.9127
-0.0001
flag
GBP 3.466
0.0027
flag
KZT 57.71
0.0025
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5978
-0.0001
news banner

თბილისის მერიის ცხელი ხაზის რეფორმა განხორციელდება, რათა სერვისი უფრო მოქნილი და ეფექტური გახდეს - კახა კალაძე

news image
mbc image

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის ცხელი ხაზის მოქნილობისა და ეფექტურობის გასაზრდელად იგეგმება რეფორმა, რათა სერვისი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო სწრაფი და შედეგიანი გახდეს.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ცხელი ხაზის ოპერატორები ყველა ზარს პასუხობენ და რეაგირებას ახდენენ, მაინც არსებობს გამოწვებები, რაც დასახვეწია.

„მუნიციპალური სერვისების ფარგლებში, კომუნიკაციის სხვა საშუალებებთან ერთად, მოქმედებს თბილისის მერიის ცხელი ხაზი, რომლის მომსახურებითაც მოქალაქეები ყოველდღიურად ინტენსიურად სარგებლობენ. ჩვენი ოპერატორები ყველა ზარს პასუხობენ და ახდენენ რეაგირებას, თუმცა დაგეგმილი გვაქვს ცხელი ხაზის კიდევ უფრო გაუმჯობესება. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილე კახა აბულაძეს, რომ დაიწყოს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა. რამდენიმე დღის წინ, მე პირადად შევხვდი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობას და ცხელი ხაზის წარმომადგენლებს. არის გამოწვევები, რაც დასახვეწია. შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავატაროთ რეფორმა, რათა კიდევ უფრო მოქნილი იყოს ცხელი ხაზი და კიდევ უფრო სწრაფად შევძლოთ პრობლემების აღმოფხვრა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ცხელი ხაზის საშუალებით, მიმდინარე წელს უკვე შემოსულია 367 000-მდე ზარი.

„2025 წლის განმავლობაში შემოვიდა 465 423 ზარი, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 71 000-ზე მეტი ზარი, მუნიციპალური ინსპექციის მიმართულებით - 36 000-მდე, ურბანული განვითარებისა და სატრანსპორტო მიმართულებით 63 000-მდე შეტყობინება; ინფრასტრუქტურის საკითხებზე 48 000-ზე მეტი ზარი, მათ შორის, საგზაო, სამშენებლო, გამწვანების მიმართულებებით. ცხელი ხაზის საშუალებით, მერია აქტიურადაა ჩართული ქალაქში წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირების პროცესში. ის ასევე კარგი ინსტრუმენტია მოქალაქეებთან პირდაპირი კავშირის დასამყარებლად, შესაბამისი და დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით და როგორც მუდმივი პროცესი, პერიოდულ ოპტიმიზაციას საჭიროებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მოქალაქეების მხრიდან ხშირია ისეთი ზარები, რომლებიც ცხელი ხაზის დანიშნულებასთან შეუთავსებელ მიმართულებებს გულისხმობს.

„აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევებში მაღალია მიმართვიანობა ისეთ საკითხებზე, რომლებზე რეაგირებისთვისაც საჭიროა უშუალოდ მერიისთვის ან შესაბამისი რაიონული გამგეობისთვის წერილობითი განცხადებით მიმართვა. ასევე ფიქსირდება ისეთი ზარებიც, რომლებიც ცხელი ხაზის დანიშნულებასთან შეუთავსებელ მიმართულებებს გულისხმობს (მაგალითად, ქონების პრივატიზაცია, კერძო დავები, მიწის სპორადული რეგისტრაცია, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული მიმართულებები, კერძო საკუთრების მოვლა-პატრონობის კატეგორიის საკითხები და სხვა). როდესაც მოქალაქე ამ კონკრეტულ საკითხზე რეკავს, რა თქმა უნდა, ოპერატორი ყველა ზარს პასუხობს და ცხელი ხაზის გადატვირთვა ხდება. შესაბამისად, მოქალაქემაც უნდა იცოდეს გარკვეული საკითხები, თუ რასთან დაკავშირებით უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სგპ „ყაზბეგი“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

21.10.2026.12:35

ბოლო მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ყაზბეგი", სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 13 ფაქტი აღიკვეთა.

მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 898 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში - 189 715 ლარი შეადგინა.

5 კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 8 კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა ჯამში - 82 714 ლარის ოდენობით შეეფარდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა