მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისის მეტრო საჭიროებს განახლებას - კახა კალაძე

news image
mbc image

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების დეტალები გააცნო, რომლის მიხედვით, თბილისის მეტროს მოძველებული მატარებლები თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტის 212 ვაგონით ჩანაცვლდება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სატრანსპორტო სისტემის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რისთვისაც მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

„2017 წელს, როდესაც თბილისის მოსახლეობამ აგვირჩია, დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი, საინტერესო, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით.

ბოლო წლების განმავლობაში სრულად განვაახლეთ ავტობუსების პარკი და მთლიანად ჩავანაცვლეთ დანგრეული, გაუბედურებული ყვითელი ავტობუსები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა როგორც მგზავრების გადაყვანის, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით; მთლიანად განვაახლეთ მიკროავტობუსების პარკი და დღეს თბილისის მოსახლეობას ემსახურება ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსები და მიკროავტობუსები. რა თქმა უნდა, რეფორმა გრძელდება და კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა და მისი კომფორტულობა, იმისთვის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს დღის განმავლობაში ყველაზე სწრაფად შეეძლოს გადაადგილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი დაიხარჯება.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის,  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევროს ეკვივალენტი თანხა გამოიყოფა, რითაც მოხდება 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა.

თბილისის მეტრო საჭიროებს განახლებას. თქვენ იცით, რამხელა სამუშაო ჩატარდა ჩემი მერობის პერიოდში ძალოვანი კაბელების შესაცვლელად. ჩვენ მთლიანად შევცვალეთ დაახლოებით 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელები, რაც უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე გამნიავებელი სისტემები მთლიანად განვაახლეთ, ახალი აგრეგატები დაყენდა გვირაბებში და ეს პროცესი გრძელდება. არანაკლებ საჭირო და მნიშვნელოვანია მოძრავი შემადგენლობების ჩანაცვლება, რადგან ხშირია ძველი მატარებლების მწყობრიდან გამოსვლის ფაქტი, რაც აფერხებს მთლიანად მეტროპოლიტენის მუშაობას.

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს არის მასშტაბური პროექტი, რადგან აქამდე თბილისის მეტროში საბჭოთა წარმოების მატარებლები არ ჩანაცვლებულა და თბილისს ემსახურება 48 შემადგენლობა 192 ვაგონის სახით, რომელიც გამოშვებულია და ექსპლუატაციაში მიღებულია  1974-1992 წლებში“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთდროულად რამდენიმე პრობლემას გადაჭრის.

„ეს გადაწყვეტილება გადაჭრის არა მარტო ექსპლუატაციიდან გამოსული მატარებლების პრობლემას, არამედ გაზრდილი მგზავრთნაკადის საკითხსაც, რადგან დაგეგმილი პროექტით გათვალისწინებულია არსებულზე მეტი - 212 ერთეული საერთაშორისო სტანდარტის ვაგონის შესყიდვა და ჩანაცვლება, რაც ეტაპობრივად განხორციელდება.  დღეის მდგომარეობით, სამუშაო დღეებში, ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს თბილისის მეტროს, შესაბამისად, სწორედ ამ ადამიანების კომფორტულ, უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფს აღნიშნული გადაწყვეტილება. პირველ ეტაპზე, რამდენიმე დღეში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ტენდერს და  დავიწყებთ აღნიშნული ვაგონების შესყიდვას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა