მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისის მუნიციპალიტეტი „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“ წარმატებით ახორციელებს - გიორგი ტყემალაძე

news image
mbc image

მსოფლიოში დღეს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და საკრებულოს წევრები ევექსის ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ „კარავს“ ესტუმრნენ.
ევექსის დირექტორმა გიორგი გორდაძემ და ნეიროგანვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ბაზღაძემ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და იმ სერვისებზე, რომლებსაც ბენეფიციარები იღებენ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
თავის მხრივ, ცენტრის მნიშვნელობასა და მუნიციპალიტეტის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ისაუბრა. მისი თქმით, დღეს თბილისში  აუტიზმის მიმართულებით 10 ცენტრი ფუნქციონირებს, რომელთა მიზანიც მოზარდების თერაპიული მომსახურებაა. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა ხელშეწყობაა.
 „დღეს ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ახალგახსნილ ნეიროგანვითარების ცენტრში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არის აღჭურვილი და დაახლოებით 200 ბენეფიციარს ემსახურება. სულ ქალაქის მასშტაბით თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამაში 2 ათასზე მეტი ბენეფიციარია ჩართული. ჩვენთვის მათი ხელშეწყობა და ადაპტაცია მთავარი პრიორიტეტია. ასევე ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც მნიშვნელოვანია. თბილისის მუნიციპალიტეტი მსგავს პროგრამებს წარმატებით ახორციელებს“,  -  განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. 

თბილისის მუნიციპალიტეტის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის შესახებ საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემაც, ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამა ბავშვების მოთხოვნებზე სრულადაა მორგებული. 
„კარავი“ ერთ-ერთი გამორჩეული ნეიროგანვითარების ცენტრია, სადაც ჩვენი პატარები შესაბამის თერაპიულ გაკვეთილებს იღებენ. „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტმა დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს და ბენეფიციარები მათ მოთხოვნებზე მორგებულ სერვისს იღებენ. რასაკვირველია, ეს პროგრამა კიდევ უფრო დაიხვეწება და განვითარდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. 
მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე 2007 წლიდან აღინიშნება. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანი  აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვა და რეალიზაციის ხელშეწყობა და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების დონის გაზრდაა.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს

29.11.2026.17:49

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის" გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
 
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილ საკვები ზეთისთვის  განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად განთავსებული 6 კილოგრამზე მეტი ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს.
 
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა