თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და „მერსი ქორფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსადა საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიგაფორმდა.
დოკუმენტს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, „მერსი ქორფს“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა და პროგრამის „უსაფრთხო ონლაინი - ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ მენეჯერმა ნინო ჩუბინიძემ მოაწერეს.
მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, მემორანდუმის მნიშვნელობასა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისსამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„მერსი ქორფსთან“ უკვე მეორე პროგრამის ფარგლებში ვთანამშრომლობთ. გენდერული თანასწორობის საბჭო თანამშრომლობის ეგიდით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ჩართულობა პროექტში წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული იყოს. უკვე დაგეგმილი გვაქვს ერთობლივი ღონისძიებები, რაც ქალთა გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში ხელმოწერილიმემორანდუმის მიზანი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა. „უსაფრთხო ონლაინი“მიმართულია ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის (TFGBV) რისკების შემცირებისა და ქალებისა და გოგონების დასაცავად. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავს საქართველოსა და სომხეთში ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქტივობებს და მეწარმე ქალებისთვის ციფრულ ეკონომიკაში ჩართვისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას.
შეხვედრაზე პროგრამის „უსაფრთხო ონლაინი - ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“მენეჯერმა ნინო ჩუბინიძემ საკრებულოსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და პროგრამის შედეგები განსაზღვრა.
„პროგრამა „უსაფრთხო ონლაინი“ საქართველოსა და სომხეთში 15 000-მდე ქალს მოიცავს. შემუშავებულ იქნება ციფრული კომერციალიზაციის წარმოებისათვის ქალთა განვითარების, ცოდნისა და უნარების გაუმჯობესების კურსები, რომლებიც ჩატარდება როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ციფრული კომერციალიზაციისა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ძალადობის პრევენციის შესახებ პოლიტიკის რეკომენდაციებისა და დოკუმენტების შემუშავება და ინიცირება“, - განაცხადა ნინო ჩუბინიძემ.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები განახორციელებენ ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას ციფრულ ეკონომიკაში ქალთა გაძლიერების, ონლაინ სივრცეში ქალთა უსაფრთხოებისა და დაცვის სფეროში. მათ შორის ითანამშრომლებენ გენდერული თანასწორობისა და ელექტრონული უსაფრთხოების საკითხებში სათანადო ნორმატიული რეგულაციების ინიცირებისთვის.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.