მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.4
-0.0072
flag
AZN 1.5344
-0.0001
flag
CNY 38.879
0.0013
flag
EUR 3.0084
-0.0013
flag
GBP 3.5126
-0.0029
flag
KZT 58.63
0.0036
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6081
-0.0004
news banner

თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში, ამ ეტაპისთვის, 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია

news image
mbc image

2026-2027 სასწავლო წლის რეგისტრაციის შედეგად, თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში 15 000-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხა.

ამასთან, როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ ეტაპისთვის, ვაკანტურია 8 000-ზე მეტი ადგილი.

„როგორც იცით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. წლევანდელი რეგისტრაციის შედეგად, თბილისის საბავშვო ბაღებში 15 000-მდე აღსაზრდელი მივიღეთ. ამ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით გვაქვს 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი. რაც შეეხება ბავშვთა სრულ რაოდენობას, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო ბაღები 60 000-მდე აღსაზრდელს ემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სასწავლო წელს საინტერესო სიახლეებით ხვდება. კერძოდ, მერის განცხადებით, აღსაზრდელთა პირველი ნაკადი მიიღო თბილისის N168 საბავშვო ბაგა-ბაღმა.

„ეს გახლავთ სრულიად ახალი საბავშვო ბაღი სამგორის რაიონში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე. ის 12 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი და 400-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, არის ადაპტირებული შშმ პირთათვის, დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა. ამჟამად ბაღში 150-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ბაღებში გასულ არდადეგებზე სხვა ინფრასტრუქტრული პროექტებიც განხორციელდა. კერძოდ, როგორც მერმა აღნიშნა, 24 საბავშვო ბაღში ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაო, როგორიცაა ინტერიერის რემონტი, ფასადების განახლება და ეზოს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.

„სამუშაოები, რიგ შემთხვევებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა. სარემონტო სამუშაოები დაფინანსდა ასევე იმ ბაღებში, სადაც დაწყებულია ან დაგეგმილია ავტორიზაციის პროცესი. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და ეს პროცესი 2030 წლამდე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ვფიქრობ, ეს ნამდვილად ისტორიული პროექტია - ტრამვაი თბილისში ბრუნდება | გიორგი ტყემალაძე

16.09.2026.20:08

ვფიქრობ, ეს არის ნამდვილად ისტორიული პროექტი - ტრამვაი თბილისში ბრუნდება, - განაცხადა თბილისის ვიცე-სპიკერმა გიორგი ტყემალაძემ. „დღის ქრონიკაში“ მან პროექტის განხორციელების ვადები დეტალურად განმარტა. 

„ეს არის კონცეპტუალური დიზაინის შექმნა 3 თვის განმავლობაში, შემდგომ 6 თვე დეტალური პროექტირება და შემდეგ უკვე მშენებლობა. 36 თვე არის საერთო ჯამში ის ვადა, რომლის ათვლაც დაწყებულია და დარწმუნებულები ვართ, რომ 36 თვის თავზე, უფრო ადრე თუ არა, ეს პროექტი იქნება განხორციელებული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას“, - განაცხადა მერის მოადგილემ. 

დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მიმავალი ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი ივლისში დასრულდა. მასში თურქეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ გაიმარჯვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა