მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ავტოპარკი სრულად განახლდა

news image

„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ მოძველებული და მაღალ ხარჯიანი ავტოპარკი სრულად განახლდა - მუნიციპალიტეტმა დედაქალაქის ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი სამსახურის ეფექტური მუშაობისთვის „ტოიოტას“ მარკის 50 ერთეული ავტომობილი შეისყიდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

ეკონომიური და ეკოლოგიური, ევრო-6 სტანდარტის სატრანსპორტო საშუალებები საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ „მუნიციპალური ინსპექციის“ უფროს გოგი ჩიქოვანთან ერთად წარუდგინა.

„წარმოგიდგენთ „თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ახალ ავტომანქანებს - უწყების, რომელიც ერთ-ერთ მთავარ რგოლს წარმოადგენს ქალაქში წესრიგის, კანონის აღსრულებისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში.წესრიგი არ არის შეზღუდვა, წესრიგი არის მოქალაქის კომფორტი, უსაფრთხოება და თავისუფლება. სწორედ ამიტომ „მუნიციპალური ინსპექციის“ ეფექტური მუშაობა ნიშნავს უკეთეს, უფრო მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოს თითოეული თბილისელისთვის. ინსპექციის თანამშრომლები ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ქალაქს, რათა დაცული იყოს წესრიგი, აღსრულდეს კანონი და თბილისი იყოს უფრო უსაფრთხო და ორგანიზებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ,გამკაცრდა კანონმდებლობა, გაძლიერდა აღსრულების მექანიზმები, ინსპექციის თანამშრომლებმა გაიარეს სპეციალური მომზადება, სრულად განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები. 

„სტრუქტურას დაემატა ახალი მიმართულება — მოტო ინსპექცია. დღეს უკვე სრულად განახლებულია ინსპექციის ავტოპარკი. მოძველებული და მაღალ ხარჯიანი ავტომობილები ჩანაცვლდა ეკონომიური და ეკოლოგიური, ევრო 6 სტანდარტის სატრანსპორტო საშუალებებით. განახლების მიზანია, რომ „თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ“ თანაბრად და ეფექტურად იმუშაოს დედაქალაქის ყველა რაიონსა და უბანში, მათ შორის, რეკრეაციულ და სატყეო ზონებში, სწრაფად მოახდინოს დარღვევებზე რეაგირება, მათი აღკვეთა და პრევენცია“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ თითოეულ თანამშრომელს იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად, შეუმჩნევლად აკეთებენ. თბილისის მერმა აქვე მადლობა გადაუხადა ავტომანქანების მომწოდებელი კომპანიის წარმომადგენლებსაც. 

„ასევე მადლობა თბილისელებს ნდობისთვის, რადგან რასაც ვაკეთებთ, კეთდება ჩვენი ქალაქისთვის და თითოეული მოქალაქისთვის.ჩვენი ამოცანა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის. ჩვენი ამოცანაა, ქალაქში დამკვიდრდეს წესრიგი, სამართლიანობა და პასუხისმგებლობა. თბილისი უნდა იყოს ქალაქი, სადაც კანონი მუშაობს, მოქალაქე დაცულია და განვითარება იგრძნობა ყოველდღიურად“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა „მუნიციპალური ინსპექციის“ უფროსმაც და თბილისის მერს, საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. 

„სრულად განახლდა ჩვენი სამსახურის ავტოპარკი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეფექტური და ოპერატიული მუშაობისთვის. ავტოპარკის განახლებამდე არაერთი კონკრეტული ღონისძიება გავატარეთ იმისთვის, რომ „მუნიციპალური ინსპექცია“ იყოს უფრო ოპერატიული, ეფექტური და უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებშია. დღეს ჩვენი სამსახური, გატარებული ღონისძიებების შედეგად, უფრო მობილურია, ყველა უბანში გვაქვს გეოგრაფიული დაფარვა და ყველგან შეგვიძლია სამშენებლო სფეროში დარღვევების აღკვეთისა და პრევენციის, ასევე, დედაქალაქის იერსახის დაცვის, მშენებლობა დამთავრებული ობიექტების, სამშენებლო-სანებართვო პირობების დაცვის კუთხით და ა.შ., ოპერატიული რეაგირება. ჩვენი ინსპექტორები, არქიტექტორები, იურისტები და გეოდეზისტები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ყველა ამ მიმართულებით აღკვეთონ როგორც დარღვევები, ისე უზრუნველყონ მათი პრევენცია“, - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა და უწყების თითოეულ თანამშრომელს გამორჩეული შრომისთვის, მაღალი პასუხისმგებლობისა და კეთილსინდისიერებისთვის მადლობა გადაუხადა. 

„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ავტოპარკის განახლების მიზანი დედაქალაქის ყველა რაიონსა და უბანში, მათ შორის სატყეო და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონებში, წესრიგის დაცვის ღონისძიებების თანაბრად და ეფექტურად შესრულებაა. ასევე, დედაქალაქში ურბანული წესრიგის დაცვა, დარღვევებზე ოპერატიული და ქმედითი რეაგირება, მათი დროული აღკვეთა და პრევენცია წარმოადგენს. 

„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია“ წარმოადგენს ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელ მუნიციპალურ სამსახურს, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით, 24-საათიან მონიტორინგს და ინსპექტირებას ახორციელებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის: სამშენებლო საქმიანობა და უსაფრთხოება; სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების, გარემოს, კულტურული მემკვიდრეობისა და ქალაქის იერსახის დაცვა; ვაჭრობის, რეკლამისა და აკუსტიკური ხმაურის კონტროლი; მშენებლობა დამთავრებული ობიექტების სანებართვო პირობებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადასტურება და ექსპლუატაციაში მიღება. 

უფლებამოსილების ფარგლებში, ინსპექცია ასევე უზრუნველყოფს დარღვევების გამოვლენას და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირებას, სამართალდამრღვევების მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებას, ქალაქისთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებას, სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების მიტაცების აღკვეთის მიზნით სპეციალურ ღონისძიებებს.

განახლებული ავტოპარკის პრეზენტაციას თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პროფესიული გადამზადების პროგრამაზე, „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, რეგისტრაცია იწყება

24.04.2026.13:12

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ რეგისტრაციას აცხადებს.

პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების- მეტყევე-ტაქსატორების მომზადება. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ტყის ინვენტარიზაციის პროცესს და შეძლებენ საველე პირობებში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, ასევე სატყეო ღონისძიებების დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში მონაწილეობას.

სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული სწავლება გაიმართება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, კვირაში სამი დღის განმავლობაში. პრაქტიკული ნაწილი კი ჩატარდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეებში, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტსა და ბაკურიანში, 21 დღის განმავლობაში.

პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან საბოლოო შეფასებას და წარმატების შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

პროგრამას ახორციელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ეროვნული სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.

„ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ პროგრამაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მსურველთა გასაუბრება 8 მაისს გაიმართება, ხოლო სასწავლო პროცესი 11 მაისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება.

პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირას შეადგენს და მასზე სწავლა უფასოა. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vet.ge/

პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს სატყეო ან მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხი და აუცილებელი ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა 100) წარდგენა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა