თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უშუქობის გამო არასდროს ექმნება პრობლემა, შესაბამისად რეისებიც არ შეფერხებულა - TAV GEORGIA
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უშუქობის გამო არასდროს ექმნება პრობლემა, შესაბამისად რეისებიც არ შეფერხებულა, - განუცხადა TAV Georgia-ს წარმომადგენელმა ამირან მამალაძემ „იმედინიუსს“.
მისი თქმით, აეროპორტს ავტონომიური კვება აქვს და საჭიროების შემთხვევაში მომენტალურად გადადის გენერატორით მომარაგებაზე, ამიტომ ელექტროენერგიის გათიშვის დროს, აეროპორტს არასდროს ექმნება რაიმე შეფერხება.
გუშინ ღამით, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13.11.2026.09:46
13 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა ფოთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
სოხუმში უნალექო დღეა, +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზიანი დღეა, დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც მზიანი დღეა, დღისით +8, ღამით -1 გრადუსი იქნება.
ამბროლაურშიც მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც უნალექო დღეა, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში უნალექო დღეა, დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +3 იქნება.
ბორჯომშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, +15 იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +16 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.
ომალოშიც მზეა. დღისით 8, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც მზიანი დღეა. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
არ იწვიმებს არც გურჯაანში, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზე იქნება, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო დღეა. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უნალექო დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.