მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისის საერთაშორისო კონტენტ შოუმ შესაძლებლობა მოგვცა გაგვეზიარებინა არა მხოლოდ ჩვენი გამოცდილება, არამედ გავცნობოდით ქართულ გამოცდილებასა და კულტურას - ამერიკელი პროდიუსერი

news image
mbc image

მოხარულები ვართ, რომ თბილისის საერთაშორისო კონტენტ შოუს ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა არა მხოლოდ მონაწილეობა მიგვეღო ღონისძიებაში, არამედ გავცნობოდით ქართულ კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ ლოკაციებს, - ამის შესახებ ამერიკელმა პროდიუსერმა ბილ დაიმონდმა თბილისის საერთაშორისო კონტენტ შოუს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებები ეხმარება ამ ინდუსტრიას იმსჯელოს არა მხოლოდ არსებული გამოწვევების გადაჭრაზე, არამედ ახალი გზების ძიებაზე.

„საერთაშორისო კონტენტ შოუს მონაწილეებს ჩვენ გავუზიარეთ ამერიკული გამოცდილება, თუ როგორ შევქმნათ უკეთესი კონტენტი გლობალურად და პირიქით, მოვისმინეთ სხვების გამოცდილება. დღეს ყველა ვთანხმდებით, რომ კონტენტის შექმნის ძველებური მეთოდები აღარ მუშაობს და საჭიროა ახლის ძიება“, - აღნიშნა ბილ დაიმონდმა.

საქართველოში პირველი საერთაშორისო კონტენტ შოუ კახეთში, „რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში“ გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ თავი მოუყარა სხვადასხვა ქვეყნების კინო და მედია სტუდიებს, მათ შორის Paramount Global Content Distributions, New Regency, Sony Pictures Entertainment, ასევე კონტენტის შემქმნელებს, დისტრიბიუტორებს, პროდიუსერებსა და ბაიერებს.

კონტენტ შოუს ფარგლებში ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ უახლეს მედიატრენდებს, ინოვაციურ ფინანსურ მოდელებსა და ახალ მედიატექნოლოგიებს. შოუს ფარგლებში ასევე მოეწყო პანელური დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური კონტენტის გამოწვევები, კონტენტის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე კონტენტში. უახლესი მედიატრენდები, ინოვაციური ფინანსური მოდელები და ახალი მედიატექნოლოგიები. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა