მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.6
0.0062
flag
AZN 1.5246
-0.0008
flag
CNY 38.893
0
flag
EUR 2.8547
0.01
flag
GBP 3.4159
0
flag
KZT 57.61
-0.0068
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5933
0.0006
news banner

თბილისის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზურაბ აბაშიძის, გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომა ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და დეპუტატებმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სამძიმარი გამოთქვეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო.
საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებ ამ უდიდეს დანაკლისს, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ასევე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბოლომდე იბრძოლეს, რათა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გადაერჩინათ.

„მადლობა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულ ყველა ადამიანს მათი გმირობისა და თავდაუზოგავი შრომისთვის“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image კახეთში გამწვანების პროგრამის ფარგლებში 1 802 ხე-მცენარე დაირგვება

20.11.2026.15:40

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამწვანების პროგრამა „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ კახეთის რეგიონში გრძელდება. პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხში, აფენში, ანაგასა და წნორში ჯამში 1 802 ხე-მცენარის დარგვაა გათვალისწინებული.

გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა პლატონ კალმახელიძემ, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

გამწვანების სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი ლაგოდეხში ხორციელდება, სადაც პოლკოვოს პარკსა და 26 მაისის ქუჩაზე სულ 616 ახალი ნერგის დარგვაა დაგეგმილი.

პოლკოვოს პარკში 506 ხე-მცენარე დაირგვება, მათ შორის ატლასის კედარი, ლეილანდისა და არიზონის კვიპაროსები, უნგრული ცაცხვი, დეკორატიული ტყემალი, ვერცხლისფერი ნეკერჩხალი და სხვა სახეობები. ქალაქის 26 მაისის ქუჩაზე კი 110 დიდყვავილა მაგნოლიის დარგვაა გათვალისწინებული.

პროგრამა კახეთის სხვა დასახლებებსაც მოიცავს. სოფელ აფენის სკვერში 508 ხე-მცენარე დაირგვება, ძველი ანაგის სკოლის ტერიტორიაზე - 130, ხოლო წნორის ცენტრალურ პარკში - 548 ნერგი.

გამწვანების პროგრამის მიზანია ქალაქებსა და სოფლებში მწვანე სივრცეების განვითარება, საზოგადოებრივი და სარეკრეაციო ტერიტორიების გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობისთვის უფრო ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შექმნა.

მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პროგრამა ითვალისწინებს არსებული საზოგადოებრივი სივრცეების გამწვანებასა და ახალი მწვანე გარემოს შექმნას, რაც ხელს შეუწყობს დასახლებების ეკოლოგიური მდგომარეობისა და ურბანული გარემოს გაუმჯობესებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა