თბილისის სამხრეთით ახალი შემოვლითი გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის სამხრეთით ახალი შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პროექტი ქვეყნისა და დედაქალაქისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და მიზნად ისახავს სატრანსპორტო ნაკადების ეფექტიან გადანაწილებას, გზის გამტარუნარიანობისა და ტვირთბრუნვის ზრდას.
პროექტი ასევე ითვალისწინებს თბილისის ცენტრალური ქუჩებისა და სანაპირო გზების განტვირთვას, რადგან ალტერნატიული მარშრუტი ქალაქის ცენტრალური ნაწილის გვერდის ავლით უზრუნველყოფს სხვადასხვა უბნების ერთმანეთთან დაკავშირებას და ქალაქიდან გასვლას. შედეგად, შემცირდება საცობები და გაუმჯობესდება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა.
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მიზანია ალტერნატიული მარშრუტების შემუშავება და მათი დეტალური ანალიზი, რათა შეირჩეს თბილისის სამხრეთით ახალი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ოპტიმალური ვარიანტი.
საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს ხარჯთეფექტიანობის შეფასებას, მინიმუმ სამი ალტერნატიული მარშრუტის შემუშავებასა და მათ ანალიზს, ასევე - პრიორიტეტული მარშრუტის შერჩევას და შემდგომი საპროექტო სამუშაოების მიზანშეწონილობის განსაზღვრას.
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციის მომზადების ვადა 12 თვეს შეადგენს.
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 17 აპრილის, 18:00 საათისა.
ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე იხილეთ ბმულზე.
სხვა სიახლეები
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე, ტენდერები გამოცხადდა
20.08.2026.20:24
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერები გამოაცხადა.
განსახორციელებელი შესყიდვის პირობები ითვალისწინებს პრეისკურანტის საფუძველზე სხვადასხვა სახის საგზაო სამუშაოების, მათ შორის, პერიოდული შეკეთების, ასევე, საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას.
როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 150 მლნ. ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების შესრულების ვადა ორივე შემთხვევაში სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა.
აღმოსავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ასევე, დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებსა და სხვა საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები (გარდა აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემავალი საავტომობილო გზებისა - შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696746&lang=ge
დასავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები - შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696756&lang=ge