მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190.6
0.0035
flag
AZN 1.5244
0.0002
flag
CNY 38.901
0.0075
flag
EUR 2.8343
-0.008
flag
GBP 3.3867
-0.0101
flag
KZT 56.28
-0.0056
flag
TRY 0.0512
-0.0001
flag
USD 2.5922
-0.0004
news banner

თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა

news image
mbc image

„მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს ძალადობის წინაშე მარტო“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გააკეთა. სწორედ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა. კამპანიის წლევანდელი სლოგანი „გავერთიანდეთ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის დასასრულებლად; უზრუნველვყოთ მართლმსაჯულება, დავიცვათ ძალადობა გამოვლილი ადამიანები, დავასრულოთ დაუსჯელობა“ გახლავთ.

თინათინ ნიბლოშვილის თქმით, თბილისის საკრებულო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას, სხვადასხვა ღონისძიებებით, ტრადიციულად წელსაც უერთდება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, კამპანიის მთავარი მიზანი ადამიანებისთვის თავშესაფრებისა და იმ პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, რომლებსაც სახელმწიფო ძალადობის წინააღმდეგ ახორციელებს.

„ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამას ემსახურება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია, რომელსაც თბილისის საკრებულო ტრადიციულად წელსაც შეუერთდა. მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს ძალადობის წინაშე მარტო“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

მსოფლიო მასშტაბით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა

24.11.2026.20:29

„მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს ძალადობის წინაშე მარტო“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გააკეთა. სწორედ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა. კამპანიის წლევანდელი სლოგანი „გავერთიანდეთ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის დასასრულებლად; უზრუნველვყოთ მართლმსაჯულება, დავიცვათ ძალადობა გამოვლილი ადამიანები, დავასრულოთ დაუსჯელობა“ გახლავთ.

თინათინ ნიბლოშვილის თქმით, თბილისის საკრებულო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას, სხვადასხვა ღონისძიებებით, ტრადიციულად წელსაც უერთდება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, კამპანიის მთავარი მიზანი ადამიანებისთვის თავშესაფრებისა და იმ პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, რომლებსაც სახელმწიფო ძალადობის წინააღმდეგ ახორციელებს.

„ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამას ემსახურება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია, რომელსაც თბილისის საკრებულო ტრადიციულად წელსაც შეუერთდა. მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს ძალადობის წინაშე მარტო“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

მსოფლიო მასშტაბით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა