მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.5
-0.0015
flag
AZN 1.5472
-0.0008
flag
CNY 38.864
-0.0007
flag
EUR 3.0044
-0.0045
flag
GBP 3.5293
-0.0156
flag
KZT 56.15
0.002
flag
TRY 0.0557
-0.0001
flag
USD 2.6301
-0.0014
news banner

თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება

news image
mbc image

თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახამ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ზაფხულის განმავლობაში, 54 საბავშვო ბაღი იმუშავებს, სადაც 19 500-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხება.

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია თბილისის მერიის სოციალურ პროექტ საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის შესახებ.

მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება, 1-ელი ივლისიდან კი მთელი თვის განმავლობაში იმუშავებს საზაფხულო ბაღები. წელს თბილისში 54 საზაფხულო ბაღი იფუნქციონირებს, სადაც 19 500-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხება.

რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. რეგისტრაცია დაიწყება 8 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება 21 ივნისის ჩათვლით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე ინფორმაციით, პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან.

„უკვე წლებია ჩვენ ამ სოციალურ პროექტს ვახორციელებთ. საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს.

ამასთან ერთად, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. საზაფხულო ბაღებში წელს 3 900 თანამშრომელი იმუშავებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საზაფხულო ბაღების სია ხელმისაწვდომია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საპენსიო ფონდის მონაწილეები არიან დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ყველა დასაქმებული პირი და ინდივიდუალური მეწარმე - ანა ნაჭყებია

21.07.2026.19:13

საპენსიო ფონდის მონაწილეები არიან დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ყველა დასაქმებული პირი და ინდივიდუალური მეწარმე -  ამის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურის მთავარმა საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„როგორც იცით, ეს რეფორმა 2018 წელს დაიწყო და 2019 წლიდან ვახდენთ შეგროვებას აქტივების. ჩვენი მონაწილეები არიან დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი მთელს საქართველოში ვინც კი მუშაობს და ასევე ინდმეწარმეები. როდესაც მუშაობას იწყებ, შენი ხელფასიდან 2% გადმოირიცხება საპენსიო ფონდში, რომელსაც ასევე 2%-ს ამატებს დამსაქმებელი და უმეტეს შემთხვევაში ხელფასის რაღაც დონემდე სახელმწიფო დამატებით წახალისებას ახდენს ამ რეფორმის და დამატებით 2%-ს გჩუქნის. ანუ პირველივე დღიდან, როდესაც მუშაობას იწყებ შენი ეს რომ წარმოვიდგინოთ 100 ლარიდან, 2 ლარი სამაგდება და ხდება 6 ლარი, ეს 6 ლარი მერე მოდის საინვესტიციო სამსახურში, საპენსიო ფონდში და ხდება ამ 6 ლარის ინვესტირება. ამ 6 ლარზე დამატებით ინვესტიციების შედეგად ვიღებთ ამონაგებს, რაც როგორც აღვნიშნეთ რაც ფონდი გაეშვა დაახლოებით 10-11% არის ყოველწლიური მაჩვენებელი და ეს მოგება პროპორციულად ყველა მონაწილეს ვისაც რამდენი დანაზოგი აქვს იმის პროპორციულად უნაწილდება. ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი, ყველა ადამიანს აქვს თავისი საპენსიო გვერდი, რომელიც ჩვენს საიტზე არის ხელმისაწვდომი. შეგიძლია შეხვიდე და ნახო შენ მიერ შეტანილი თანხების მოცულობა, რომელმა დამსაქმებელმა რამდენი თანხა შეიტანა, სახელმწიფომ რამდენი კონტრიბუცია გააკეთა, საინვესტიციო ამონაგები რა იყო და ეს ყველაფერი არის ძალიან ღიად ნაჩვენები. გარდა ამისა, იმის მიხედვით რომელი პორტფელი გაქვს არჩეული ნაჩვენები არის ეს შენი მთლიანი დანაზოგი როგორ არის განაწილებული აქტივების მიხედვით, სად არის, რა პროცენტი არის დეპოზიტებში, რა პროცენტი არის სახაზინო ობლიგაციებში და რა პროცენტი არის აქციებში და ეს არის ძალიან გამჭვირვალე. უბრალოდ ბევრმა ადამიანმა სამწუხაროდ არ იცის რომ ეს არსებობს და შეუძლია რომ ნახონ. გარდა იმისა რომ მობილურში ვხედავთ, მობაილ ბანკში ამ თანხას“, - აცხადებს ანა ნაჭყებია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა