თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვს და გზები ინტენსიურად იწმინდება
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე ინტენსიურად თოვს. მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა ცენტრალური გზები. იმისათვის, რომ ავტომობილებით გადაადგილება არ შეფერხდეს, კოჯრის, წავკისისა და წყნეთის დასახლებებში, ბეთანიისა და პანტიანის გზაზე ტექნიკური მარილი იყრება.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით ასრულებენ. სამუშაო პროცესში ასევე ჩართულები არიან შესაბამისი რაიონული გამგეობების თანამშრომლები.
გზების ტექნიკური მარილით დამუშავების პროცესს მონიტორინგს უწევენ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი.
ამინდის პროგნოზის მიხედვით, შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვა ხვალ საღამომდე გაგრძელდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, უხვი ნალექის დროს ავტომანქანებით მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ. საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება
04.11.2026.15:11
8 ნოემბერს, ნიუ-იორკში „თბილისობა“ ჩატარდება, რომელიც კონი-აილენდზე ათასობით სტუმარს გააერთიანებს. ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერია თიბისი.
„თბილისობა“, აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის, ქართული კულტურისა და ტრადიციების გაზიარების, თანამემამულეებთან შეხვედრისა და სამშობლოსთან ემოციური კავშირის შენარჩუნების განსაკუთრებული შესაძლებლობაა.
ნიუ-იორკში გამართულ დღესასწაულზე, თიბისი სტუმრებს განსაკუთრებული გამოცდილებით და არაერთი სასიამოვნო სიურპრიზით, აქტივობით და საჩუქრებით დახვდება.
თიბისიმ ემიგრანტებისთვის საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახადა. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, დისტანციურად, სწრაფად და უსაფრთხოდ ისარგებლონ მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო სერვისებით - ანგარიშის გახსნა, ციფრული ბარათის აღება, იპოთეკური სესხით სარგებლობა, გზავნილის გაგზავნა და განაღდება, თანხის დაგროვება და სხვა საბანკო პროდუქტები.
თიბისისთვის ემიგრანტებთან კავშირი მხოლოდ საბანკო მომსახურებით არ შემოიფარგლება. ბანკი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქართველებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთთან და სამშობლოსთან აკავშირებს და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
მისამართი: Amphitheater at Coney Island, 3052 W 21st St. Brooklyn, NY 11224 United States