მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7252.3
-0.0191
flag
AZN 1.5715
-0.0011
flag
CNY 39.397
0.0002
flag
EUR 3.1095
-0.0029
flag
GBP 3.5909
-0.0158
flag
KZT 55.64
-0.0092
flag
TRY 0.0582
-0.0003
flag
USD 2.6716
-0.0016
news banner

თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი 25-28 მაისს გაიმართება

news image

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი 25 მაისს, „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონებში, 12:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 და მე-5 პავილიონებში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები.

ფესტივალის ფარგლებში, მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის. თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა პოლონეთია. პოლონეთის პროგრამის ორგანიზატორია პოლონური ინსტიტუტი თბილისში. პოლონეთის, როგორც ფოკუს ქვეყნის, სტენდზე 10 პოლონური გამომცემლობა, ორგანიზაცია თუ კვლევითი ინსტიტუტი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, 20 პოლონელი ავტორი და მკვლევარი გამართავს შეხვედრას, ისინი ქართველ მთარგმნელებთან და ავტორებთან ერთად პოლონურ-ქართულ ურთიერთობებზე და ლიტერატურაზე ისაუბრებენ. ფესტივალს საპატიო სტუმარი, უკრაინის ინსტიტუტის დირექტორი, ვოლოდიმირ შეიკო ეწვევა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სლოგანით #GeorgiaStandsWithUkraine (საქართველო მხარს უჭერს უკრაინას) უკვე მეორე წელია სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.

ფესტივალი კვლავაც უმასპინძლებს პროექტს, „მსახიობები ლიტერატურისთვის“, რომლის ფარგლებში, ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს. ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, ღონისძიებები პირდაპირ ეთერშიც გავა ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე. გარდა ამისა, მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით წიგნების შეძენა ფესტივალის ვებ-გვერდზე და ჩვენს ციფრულ პარტნიორ veli.sotre-ზე, საფესტივალო ფასებად, ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ. ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალის მეგობარია „თიბისი“. ფესტივალს ციფრული პარტნიორია Veli.store.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ახალციხეში მასშტაბური ურბანული და კულტურული ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება

27.05.2026.14:20

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალციხეში ურბანული, რეკრეაციული და კულტურული სივრცეების განვითარების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს იწყებს, რომლებიც ქალაქის გარემოს გაუმჯობესებას, ტურისტული პოტენციალის გაძლიერებასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე, კომფორტული სივრცეების შექმნას ემსახურება, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალციხის ცენტრალური პარკის პროექტირებას იწყებს. 

„პროექტის მიზანია ქალაქის ცენტრში შეიქმნას თანამედროვე, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის ჯანსაღი ცხოვრების, სოციალური ურთიერთობებისა და კულტურული აქტივობებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის. პროექტის ფარგლებში ცენტრალურ პარკში მოეწყობა საბავშვო და სპორტული ზონები, კულტურული, საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცეები, ღია სპორტული მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, ასევე საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი. დაგეგმილია საინფორმაციო და კომერციული პავილიონების, ღია სცენის, პერგოლებისა და შადრევნების მოწყობა.

ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტრო იწყებს ახალციხის ციხის კომპლექსისა და ახალციხის ტბასთან მიმდებარე პარკის განვითარების პროექტების მომზადებას. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში უკვე გამოვლენილია ახალციხის ტბის მიმდებარე პარკისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის კონცეფციის გამარჯვებული.

ახალი პარკი კონცეფციურად დაკავშირებული იქნება ქალაქის ცენტრალურ რეკრეაციულ სივრცესთან და მოიცავს საბავშვო, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო და დასასვენებელ ზონებს, ასევე საფეხმავლო და საველოსიპედო ინფრასტრუქტურას, ღია სცენას, პავილიონებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებს.

პარალელურად, მომზადდება ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციის არქიტექტურული პროექტი, რომლის მთავარი ამოცანაა ისტორიული იერსახისა და ავთენტურობის დაცვით დაზიანებული ნაგებობების აღდგენა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. პროექტი ითვალისწინებს აუცილებელი სარეაბილიტაციო ჩარევების ეტაპობრივ განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს როგორც კომპლექსის უწყვეტ ფუნქციონირებას, ისე რესურსების ეფექტიან მართვას.

განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები ახალციხეში შექმნის ურთიერთდაკავშირებულ ურბანულ და კულტურულ სივრცეებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის ტურისტული მიმზიდველობის ზრდას, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა