მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება

news image
mbc image

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით იზღუდება. 3 ოქტომბრის 01:00 საათამდე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება ევროპის მოედანზე და მეტეხის ხიდის ერთი მიმართულებით - ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნისკენ. ამ პერიოდის განმავლობაში მეტეხის აღმართიდან, ღვინის აღმართიდან, კოტე აფხაზისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები ევროპის მოედნისკენ გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

„თბილისობის“ ღონისძიებების დასრულებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება კოტე აფხაზის ქუჩის გავლით (ნაცვლად ევროპის მოედნის, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდისა).

მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ევროპის მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით ვერ მოხვდებიან მეტეხის ხიდზე, ევროპის მოედანზე, მეტეხის აღმართზე, ღვინის აღმართზე, ნოე ჟორდანიას სახელობის მარცხენა სანაპიროზე ჩამსვლელ პანდუსზე და კოტე აფხაზის ქუჩაზე.
გორგასლის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის, მარცხენა სანაპიროს, გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსისა და მეტეხის ხიდის გამოყენებით. მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე გადასვლა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის ან 300 არაგველის ხიდის საშუალებით.

3 ოქტომბრის 01:00 საათიდან 6 ოქტომბრის 08:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ევროპის მოედანზე, მეტეხის აღმართზე, მეტეხის ხიდზე, ღვინის აღმართსა და გვირაბიდან ამოსასვლელ პანდუსზე.

გორგასლის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები გორგასლის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე მოხვედრას შეძლებენ პირდაპირ, მეტეხის ხიდზე მობრუნების გარეშე. ამ პერიოდშიც მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე გადასვლა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის ან 300 არაგველის ხიდის საშუალებით.
ასევე, 8 ოქტომბრის 23:30 საათამდე საგზაო მოძრაობა სრულად იზღუდება პრეზიდენტის სასახლის წინ, გიორგი ათონელის ქუჩაზე (იტალიის ქუჩამდე) და ვახტანგ ორბელიანის შესახვევში.

მშრალი ხიდიდან მომავალი ავტომანქანები მარჯვენა სანაპიროზე მოხვედრას შეძლებენ მხოლოდ იტალიისა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩების გავლით, ხოლო გია ჭანტურიას ქუჩიდან მომავალი ავტომობილები სანაპიროზე მოხვედრას შეძლებენ მხოლოდ სოლიკო ვირსალაძის ქუჩის გავლით. ვირსალაძის, ჭანტურიას ქუჩებიდან და მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები მოხვედრას შეძლებენ ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროდან ამომსვლელი პანდუსისა და ბარათაშვილის ქუჩის გამოყენებით.

ამას გარდა, 6 ოქტომბრის 01:00 საათამდე საავტომობილო გადაადგილება იზღუდება აბანოს ქუჩის მონაკვეთზე - ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან იოსებ გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე, ასევე, გრიშაშვილის ქუჩაზე აბანოს I ჩიხამდე. გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფირდოუსისა და მირზა ფათალი ახუნდოვის ქუჩების გამოყენებით.

„თბილისობის“ ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში, 2 ოქტომბრის 12:00 საათიდან 5 ოქტომბრის 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება ასევე კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე, „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურიდან ხეთაგუროვისა და გურამ საღარაძის ქუჩების კვეთამდე.

შეზღუდვის პერიოდში ორივე სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდისკენ და უკუმიმართულებით ავტომობილების გადაადგილება დარჩება არსებული მდგომარეობის შესაბამისად. ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება შოთა გამცემლიძის ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ნინო ჩხეიძის ქუჩის გამოყენებით.
აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდს დაუკავშირდება მარცხენა სანაპიროს გავლით, ნაცვლად კოსტა ხეთაგუროვის ქუჩისა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრისა და საერთაშორისო კონსულტანტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია გაიმართა

16.10.2026.17:12

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრის, საერთაშორისო კონსულტანტისა და გვირაბმშენებლობის სპეციალისტის, კანადური კომპანიის - “გეოტექნიკური ინჟინერია და მიწისქვეშა მშენებლობა” (Geomaple Geotechnics Inc - GGI) პრეზიდენტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, დოქტორმა იასრებმა საჯარო ლექციაზე ვრცლად ისაუბრა თუ როგორ შეუძლია სახელმწიფო საწარმოთა ჰიბრიდულ სისტემებს წარუმატებლობის რისკის შემცირება.

საჯარო ლექციაზე მკვლევარმა ვიზუალური მასალის თანხლებით განიხილა თანამედროვე გეოტექნიკური გამოწვევები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები. მან მსმენელებს წარუდგინა კანადასა და სხვა წამყვან ქვეყნებში განხორციელებული რთული მიწისქვეშა პროექტების რეალური მაგალითები. პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა ნაჩვენები გვირაბების მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომები და მათი პრევენციის მექანიზმები. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გრუნტის სტაბილიზაციის უახლეს მეთოდებზე, რაც საგრძნობლად ამცირებს საინჟინრო რისკებს. ვიზუალური სქემების მეშვეობით სტუდენტები გაეცნენ, თუ როგორ მუშაობს მონიტორინგის ციფრული აპარატურა რეალურ დროში. ლექციამ ნათლად უჩვენა ახალგაზრდებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზი თანამედროვე ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში.

როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა აღნიშნა, დოქტორ შაჰაბ იასრებს მრავალწლიანი საერთაშორისო საინჟინრო გამოცდილება აქვს, რომელიც მან დიდი ენთუზიაზმით გაუზიარა სტუდენტებს. მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის ექსპერტებთან შეხვედრა უნიკალური შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის.

“დოქტორ შაჰაბ იასრებს 37-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს ღრმა თხრილების, ურბანული გვირაბმშენებლობის, გრუნტის გამაგრების, ხიმინჯებისა და კონსტრუქციული საყრდენი სისტემების, ფერდობების მდგრადობის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების, ხარისხის კონტროლის, საკონტროლო-გასაზომი აპარატურისა და მონიტორინგის, ასევე, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით. გარდა ამისა, მისი გამოცდილება მოიცავს აკადემიურ კვლევებს, საინჟინრო დაპროექტებას, მშენებლობასა და ტექნიკური რისკების მართვას. დოქტორი იასრები კითხულობდა ლექციებს და ატარებდა ტექნიკურ სემინარებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ეს საჯარო ლექცია მნიშვნელოვანის და ძალიან საინტერესოა ჩვენი სტუდენტებისთვის, რადგან ის ეხმარება მათ საერთაშორისო საინჟინრო სტანდარტების უკეთ აღქმაში. ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტთა პროფესიულ ზრდას, ამაღლებს მათ მოტივაციას, სძენს პრაქტიკულ ხედვას, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების კონკურენტუნარიანობას როოგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი მიზანია, მომავალ ინჟინრებს მივცეთ წვდომა უახლეს მიღწევებზე, ხოლო დოქტორ იასრების მსგავსი პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება საუკეთესო გზაა მათი დარგობრივი კომპეტენციის ასამაღლებლად”, - განაცხადა ზურაბ გვიშიანმა.

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები აქტიურად დაინტერესდნენ მიწისქვეშა ნაგებობების უსაფრთხოების ნორმებით და დასვეს კითხვები მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. დოქტორმა იასრებმა თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, ახალგაზრდებს პრაქტიკული რეკომენდაციები მისცა და სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა