მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისში 13-15 ნოემბერს IV საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა" გაიმართება

news image
mbc image

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენცია - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, 2025 წლის 13-15 ნოემბერს, თბილისში გაიმართება. 

კონფერენცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც ადასტურებს ქვეყნის მზარდ როლს, რეგიონის მასშტაბით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის ფორმირების პროცესში. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებელთა  დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის, ბიზნეს სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები.

ხუთი მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირის მონაწილეობით,  სპეციალური პანელი ჩატარდება, სადაც სექტორულ ჭრილში, საქართველოში - კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგები, მიღწევები და გამოწვევები იქნება წარმოდგენილი. 

კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, დაგეგმილია 7 სესია და 3 საერთაშორისო პანელური დისკუსია, სადაც მონაწილეები  შემდეგ ძირითად თემებზე იმსჯელებენ: კონკურენციის პოლიტიკის როლი ეკონომიკის რეგულირებულ სექტორებში; მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის თანამედროვე მიდგომები; მომხმარებლის უფლებების დაცვა ციფრულ სივრცეში; კონცენტრაციების კონტროლი თანამედროვე გლობალური დღის წესრიგის კონტექსტში; ინოვაციასა და რეგულირებას შორის ბალანსი; ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მომხმარებელთა დაცვის გაძლიერებაში და ა.შ.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა კოლეგა უწყებებს შორის, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას და სისტემური თანამშრომლობის განვითარებას.

საერთაშორისო კონფერენცია 2022 წლიდან იმართება. გასულ წელს გამართულ კონფერენციას 12 ქვეყნის დელეგაცია, 50-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი და 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების (ICN, UNCTAD, OECD, The EU DG COMP, The EU DG JUSTICE) ჩართულობით,  გაიმართა 6 სამუშაო სესია და 2 საერთაშორისო პანელური დისკუსია.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.ccc.gov.ge  

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს

29.11.2026.17:49

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის" გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
 
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილ საკვები ზეთისთვის  განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად განთავსებული 6 კილოგრამზე მეტი ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს.
 
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა